გეოგრაფია
(ყველა ქვეკატეგორიის კითხვები)

სულ კითხვა: 367
უფასო: 367
ფასიანი: 0
გვერდი 4 / 19
# 1643 რომელი სახელმწიფო მდებარეობს აფრიკის კონტინენტზე?
ალჟირი;
ნეპალი;
პარაგვაი;
ჩრდილოეთი მაკედონია.
# 1644 რომელ სახელმწიფოში არსებულ ვითარებას ასახავს ქვემოთ მოცემული წრეწიროვანი დიაგრამა?
რომელ სახელმწიფოში არსებულ ვითარებას ასახავს ქვემოთ მოცემული წრეწიროვანი დიაგრამა?, კატეგორია: 2021 წლის ტესტი
ალბანეთში;
საფრანგეთში;
აზერბაიჯანში;
ისლანდიაში.
# 1645 ჩამოთვლილთაგან აშშ-ის რომელი შტატია მდიდარი ნავთობითა და ბუნებრივი აირით?
ჯორჯია;
ალასკა;
ნიუ-ჯერსი;
მონტანა
# 1646 სად მდებარეობს სათბობ-ენერგეტიკული რესურსის საბადო?
ლოპოტაში;
კაზრეთში;
ტყვარჩელში;
ბორჯომში
# 1647 რისი გამოთვლაა შესაძლებელი ქვეყნის შესახებ ცხრილში მოცემული ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში?
რისი გამოთვლაა შესაძლებელი ქვეყნის შესახებ ცხრილში მოცემული ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში?, კატეგორია: 2021 წლის ტესტი
მოსახლეობის სიმჭიდროვის;
ჰუმანური განვითარების ინდექსის;
მიგრაციის სალდოს;
პოლიტიკური გლობალიზაციის ინდექსის.
# 1648 რა არის ნაჩვენები ფოტოზე?
რა არის ნაჩვენები ფოტოზე?, კატეგორია: 2021 წლის ტესტი
მურყვამები;
ფაცხები;
დუროიანი სახლები;
ბანიანი სახლები.
# 1649 რომელი გეოგრაფიული კოორდინატები შეესაბამება ქალაქ ველინგტონს?
ს.გ. 41°17΄20˝ და ა.გ. 174°46΄38˝;
ჩ.გ. 41°17΄20˝ და ა.გ. 174°46΄38˝;
ჩ.გ. 41°17΄20˝ და დ.გ. 174°46΄38˝;
ს.გ. 41°17΄20˝ და დ.გ. 174°46΄38˝.
# 1650 რაში მდგომარეობს ფერნანდო მაგელანის ექსპედიციის განსაკუთრებული გეოგრაფიული მნიშვნელობა?
განსაზღვრა თარიღთა ცვლის საერთაშორისო ხაზის მდებარეობა;
დაამტკიცა მსოფლიო ოკეანის ერთიანობა;
გაზომა სამხრეთ ტროპიკის მთლიანი სიგრძე;
შეისწავლა წყნარი ოკეანის წყლის თვისებები.
# 1651 რომელ დასახლებულ პუნქტშია მზის ნათების ხანგრძლივობის უფრო დაბალი მაჩვენებელი?
რომელ დასახლებულ პუნქტშია მზის ნათების ხანგრძლივობის უფრო დაბალი მაჩვენებელი?, კატეგორია: 2020 წლის ტესტი
ამბროლაურში;
ტყიბულში;
ცხინვალში;
ბაკურიანში.
# 1652 რომელ კლიმატურ სარტყელშია ჰაერის ტემპერატურის წლიური ამპლიტუდა მინიმალური?
ზომიერში;
სუბტროპიკულში;
ტროპიკულში;
ეკვატორულში
# 1653 რომელია მცდარი დებულება:
დედამიწის გეოგრაფიული და მაგნიტური პოლუსები ერთმანეთს არ ემთხვევა;
დედამიწაზე დღე-ღამის მონაცვლეობას თავისი ღერძის გარშემო ბრუნვა განაპირობებს;
დედამიწა თავისი ღერძის გარშემო დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით ბრუნავს;
კომპასის ისარი ორიენტირებულია დედამიწის გეოგრაფიული პოლუსებისკენ.
# 1654 რომელ ქალაქში არ ქრის ბრიზი?
ჩიკაგოში;
ბერლინში;
ბაქოში;
ბათუმში.
# 1655 რომელი ბუნებრივი რესურსი არ გვხვდება კახეთში?
ნავთობი;
სამკურნალო ტალახი;
ტყვია-თუთია;
მარმარილო.
# 1656 მოსახლეობის დინამიკის რუკის (1990-2004 წწ.) მიხედვით, ქვემო ქართლის რომელ მუნიციპალიტეტებშიშეინიშნებოდა მოსახლეობის ზრდა?
მოსახლეობის დინამიკის რუკის (1990-2004 წწ.) მიხედვით, ქვემო ქართლის რომელ მუნიციპალიტეტებშიშეინიშნებოდა მოსახლეობის ზრდა?, კატეგორია: 2020 წლის ტესტი
მარნეულისა და ბოლნისის;
წალკისა და დმანისის;
დმანისისა და ბოლნისის;
გარდაბნისა და მარნეულის.
# 1657 რამ განაპირობა ანაკლიის აკვატორიის შერჩევა პორტის მშენებლობისთვის?
დიდი მოცულობის (წყალწყვის) გემების მიღების შესაძლებლობამ;
თბილისთან სიახლოვემ;
ზღვის ფლორისა და ფაუნის მრავალფეროვნებამ;
განვითარებულმა ინფრასტრუქტურამ.
# 1658 საქართველოს რომელ აეროპორტს არ აქვს საერთაშორისო სტატუსი?
მესტიის;
ბათუმის;
ქუთაისის;
თბილისის.
# 1659 დასავლეთ საქართველოში რომელი სასოფლო-სამეურნეო კულტურის მოსავალს შეუქმნა განსაკუთრებული პრობლემა 2016-2018 წლებში აზიურმა ფაროსანამ?
ხორბლის;
თხილის;
ყურძნის;
ტყემლის.
# 1660 რომელ ისტორიულ-გეოგრაფიულ პროვინციაში დაიწყო სამთო-სათხილამურო ტურიზმის მიმართულების განვითარება XXI საუკუნეში?
სამეგრელოში;
აჭარაში;
იმერეთში;
კახეთში
# 1661 რომელი რეგიონიდან წამოსული არალეგალი მიგრანტების დიდი ნაკადის შეკავების მცდელობას უკავშირდება აშშ-მექსიკის საზღვარზე აშშ-ის მთავრობის მიერ კედლის მშენებლობის გადაწყვეტილების მიღება?
სამხრეთ-დასავლეთი აზიიდან;
ეკვატორული აფრიკიდან;
ცენტრალური ამერიკიდან;
სამხრეთი ევროპიდან.
# 1662 რომელი სახელმწიფოს შავი მეტალურგიაა უფრო მეტად დამოკიდებული ნედლეულის იმპორტზე?
რუსეთის;
ბრაზილიის;
იაპონიის;
ჩინეთის.
გვერდი 4 / 19