მათემატიკა
(ყველა ქვეკატეგორიის კითხვები)
სულ კითხვა: 279
უფასო: 279
ფასიანი: 0
# 2170
მართკუთხა ABC სამკუთხედში CO მედიანაა. იპოვეთ AC კათეტის სიგრძე, თუ CO=CB და ჰიპოტენუზა AB =12.
# 2171
ავტობუსის გაჩერებაზე №11 ავტობუსი ყოველ 12 წუთში ერთხელ ჩერდება, ხოლო №17 ავტობუსი - ყოველ 18 წუთში ერთხელ. დროის გარკვეულ მომენტში ეს ავტობუსები ამ გაჩერებაზე ერთდროულად გაჩერდნენ. რა უმცირესი დროის შემდეგ გაჩერდებიან კვლავ ეს ავტობუსები ერთდროულად ამ გაჩერებაზე?
# 2172
ტურისტი დილით გამოვიდა ბანაკიდან,მივიდა ტბამდე და მაშინვე იმავე გზითგამობრუნდა ბანაკში. სურათზე მოცემულია მისი ბანაკიდან დაშორებისდროზე დამოკიდებულების გრაფიკი.გრაფიკზე დაყრდნობით იპოვეთტურისტის მოძრაობის საშუალო სიჩქარე(ჩათვალეთ, რომ ტურისტი მოძრაობსწრფის მონაკვეთის გასწვრივ).
# 2173
ax=b წრფივ განტოლებას გააჩნია ამონახსნთა უსასრულო რაოდენობა, როდესაც
# 2174
პირველი მატარებელის ვაგონების რაოდენობა 5 -ით მეტია მეორე მატარებლის ვაგონების რაოდენობაზე. მას შემდეგ რაც თითოეული მატარებლიდან მოხსნეს 4 ვაგონი, პირველი მატარებლის ვაგონების რაოდენობის შეფარდება მეორესთან
# 2175
A სიმრავლე 12 ელემენტს შეიცავს, B სიმრავლე შეიცავს 8 ელემენტს, ხოლო C სიმრავლე - 5 ელემენტს. ელემენტების რა უდიდეს რაოდენობას შეიძლება შეიცავდეს სიმრავლე
# 2176
უჯრედებიან ფურცელ ზე, რომლის თითოეული უჯრა 1 ერთეულის ტოლი გვერდის მქონე კვადრატს წარმოადგენს, გამოსახულია a და b ვექტორები, რომელთა სათავე და ბოლო უჯრების წვეროებს ემთხვევა. სურათის მიხედვით იპოვეთ a-b ვექტორის კოორდინატები.
# 2177
პირველ კლასში, მეორე კლასთან შედარებით, ერთით მეტი ბიჭი და ერთით ნაკლები გოგონაა. თითოეული კლასისთვის შეადგინეს ბიჭებისა და გოგონების რაოდენობების გამომსახველი წრიული დიაგრამა. იპოვეთ რამდენი მოსწავლეა პირველ კლასში, თუ გოგონების შესაბამისი სექტორის ცენტრალური კუთხის სიდიდე მეორე კლასის დიაგრამაზე 30° -ით მეტია ვიდრე პირველი კლასისდიაგრამაზე.
# 2178
სურათზე მოცემულია 1სმ3 მოცულობის მქონე კუბის შლილი. იპოვეთ ამ კუბის იმ წვეროებს შორის მანძილი, რომელთაც შლილზე A და B წერტილები შეესაბამებიან.
# 2179
Oxy მართკუთხა საკოორდინატო სიბრტყეზე აგებულია
# 2180
A პუნქტიდან AB და AC მიმართულებებით, რომელთა შორის კუთხე 120° -ია, ერთდროულადგავიდნენ ველოსიპედისტი და მოტოციკლისტი. მათი სიჩქარეები შესაბამისად 12 კმ/სთ და 18 კმ/სთ-ის ტოლია. იპოვეთ ველოსიპედისტსა და მოტოციკლისტს შორის მანძილი მოძრაობის დაწყებიდან 20 წუთის შემდეგ.
# 2181
წრეწირზე, რომლის ცენტრია O , აღებულია A და B წერტილები ისე, რომ ∠AOB =100° . C წერტილი მოძრაობს AB რკალზე ისე, რომ ΔABC მახვილკუთხაა. K წერტილი წარმოადგენს ABC სამკუთხედშისიმაღლეების გადაკვეთის წერტილს (იხ. სურათი). ქვემოთ ჩამოთვლილი წინადადებებიდან რომელია ჭეშმარიტი?
# 2182
მოცემულია საერთო ცენტრის მქონე ორი წრეწირი. მცირე წრეწირის AB მხები დიდ წრეწირს ყოფს ორ რკალად, რომელთა სიგრძეთა შეფარდებაა 1: 2 . იპოვეთ სურათზე გამუქებული სექტორის ფართობი, თუ AB =18.
# 2183
ტოლფერდა ტრაპეციის პერიმეტრი ტოლია 26 სმ-ის. იპოვეთ ტრაპეციის ფართობი, თუ მცირე ფუძე 5 სმ-ია, ხოლო BD დიაგონალი ∠ABC -ს ბისექტრისაა.
# 2184
Oxy მართკუთხა საკოორდინატო სისტემაში მოცემულია A(3;-2) წერტილი. იპოვეთ A წერტილის ანასახის კოორდინატები სიბრტყეზე თანმიმდევრობით განხორციელებული შემდეგი ორი გარდაქმნის შედეგად: ჯერ პარალელური გადატანა a=(-6;4) ვექტორით, ხოლო შემდეგ სიმეტრია y=x განტოლებით მოცემული წრფის მიმართ.
# 2185
არანულოვან a1 a2, ,... არითმეტიკულ პროგრესიაში a5=a3 გამოთვალეთ
# 2186
რას უდრის
# 2187
რა ციფრი უნდა ჩავსვათ *-ის ნაცვლად 354*67 ჩანაწერში, რომ მიღებული რიცხვი 9-ზე გაყოფისას ნაშთში გვაძლევდეს 3-ს?
# 2188
a რიცხვი b რიცხვზე 25%-ით მეტია. რამდენჯერ მეტია
# 2189
ABC ტოლფერდა სამკუთხედის AC ფუძეზე აღებულია D წერტილი ისე, რომ ∠ABD=20° და ∠DBC=60° (იხ. სურათი). რას უდრის ∠BDC ?