მათემატიკა
(ყველა ქვეკატეგორიის კითხვები)
სულ კითხვა: 279
უფასო: 279
ფასიანი: 0
# 2150
იპოვეთ n , თუ
# 2151
ველოსიპედისტი სახლიდან გამოსვლისშემდეგ დაეშვა დაღმართზე მაღაზიამდედა პროდუქტის შეძენის შემდეგ იმავეგზით დაბრუნდა სახლში. სურათზემოცემულია მისი სახლიდან დაშორებისდროზე დამოკიდებულების გრაფიკი.გრაფიკზე დაყრდნობით იპოვეთველოსიპედისტის სიჩქარე აღმართზემოძრაობისას (ჩათვალეთ, რომველოსიპედისტი მოძრაობს წრფისმონაკვეთის გასწვრივ).
# 2152
თუ a-b=1, მაშინ a3-b3=
# 2153
ax=b წრფივ განტოლებას არ გააჩნია ამონახსნი, როდესაც
# 2154
იპოვეთ იმ წრფის განტოლება, რომელიც Oxy მართკუთხა კოორდინატთა სისტემაშიგადის (3; 2) და ( -1; -2) წერტილებზე.
# 2155
ძმა 5 წლით უფროსია დაზე. იპოვეთ და-ძმის წლოვანებათა ჯამი, თუ მათიწლოვანებები 4 წლის წინ ისე შეეფარდებოდა ერთმანეთს, როგორც 3:2.
# 2156
უჯრედებიან ფურცელზე, რომლის თითოეულიუჯრა 1 ერთეულის ტოლი გვერდისმქონე კვადრატს წარმოადგენს, გამოსახულია a და b ვექტორები, რომელთა სათავე და ბოლო უჯრების წვეროებს ემთხვევა. სურათის მიხედვით იპოვეთ a+b ვექტორის კოორდინატები.
# 2157
პირველ კლასში, მეორე კლასთან შედარებით, ერთით მეტი ბიჭი და ერთით ნაკლებიგოგონაა. თითოეული კლასისთვის შეადგინეს ბიჭებისა და გოგონებისრაოდენობების გამომსახველი წრიული დიაგრამა. იპოვეთ რამდენი მოსწავლეაპირველ კლასში, თუ გოგონების შესაბამისი სექტორის ცენტრალური კუთხისსიდიდე მეორე კლასის დიაგრამაზე 30° -ით მეტია ვიდრე პირველი კლასისდიაგრამაზე.
# 2158
სურათზე მოცემულია 1სმ3 მოცულობის მქონეკუბის შლილი. იპოვეთ ამ კუბის იმ წვეროებსშორის მანძილი, რომელთაც შლილზე A დაB წერტილები შეესაბამება.
# 2159
Oxy მართკუთხა საკოორდინატო სიბრტყეზე აგებულია y=log2x და
# 2160
ტბის ნაპირზე მდებარე A და B პუნქტებს შორის მანძილის პოვნის მიზნით გაზომეს მანძილი M წერტილიდან B პუნქტამდე და AMB და ABM კუთხეები. იპოვეთ AB მანძილი, თუ MB=2 კმ, ∠AMB=45° და∠ABM=105° .
# 2161
სურათზე გამოსახულია AC დიამეტრის მქონე ნახევარწრეწირი. B წერტილი მდებარეობს ამ ნახევარწრეწირის რკალზე, ხოლო K წერტილი წარმოადგენს ABC სამკუთხედში ჩახაზული წრეწირის ცენტრს. ქვემოთ ჩამოთვლილი წინადადებებიდან რომელია ჭეშმარიტი?
# 2162
ცნობილია, რომ
# 2163
ABC კუთხის გვერდები ეხებიან წრეწირს A და Cწერტილებში (იხ. სურათი). იპოვეთ სურათზეგამუქებული AOC სექტორის ფართობი, თუ AC=6და ∠ABC=60° .
# 2164
ABCD მართკუთხა ტრაპეციაში AC⊥CD (იხ. სურათი).იპოვეთ ტრაპეციის ფართობი, თუ AC=3, AD=5.
# 2165
Oxy მართკუთხა საკოორდინატო სისტემაში მოცემულია A(3;2) წერტილი. იპოვეთ A წერტილის ანასახის კოორდინატები სიბრტყეზე თანმიმდევრობით განხორციელებული შემდეგი ორი გარდაქმნის შედეგად: ჯერ სიმეტრია y= განტოლებით მოცემული წრფის მიმართ, ხოლო შემდეგ პარალელური გადატანა a=(3;-5) ვექტორით.
# 2166
კონუსის ფუძის რადიუსი კონუსის სიმაღლეზე 2-ჯერ ნაკლებია. იპოვეთ კონუსისგვერდითი ზედაპირის ფართობის შეფარდება კონუსის ფუძის ფართობთან.
# 2167
15+a -ს 9-ზე გაყოფისას ნაშთში მიიღება 3. რა ნაშთი მიიღება a რიცხვის 9-ზე გაყოფისას?
# 2168
ხაჭაპური სახლში მიტანით 13 ლარი და 20 თეთრი ღირს. იპოვეთ ხაჭაპურის ღირებულება საცხობში, თუ სახლში მიტანის ფასი ხაჭაპურის ღირებულების 10%-ს შეადგენს.
# 2169
სურათზე დაყრდნობით იპოვეთ ∠ACB -ს გრადუსული ზომა, თუ AC და BC მონაკვეთები a და b პარალელურ წრფეებთან შესაბამისად 17°-იან და 43° -იან კუთხეებს ადგენს.