კატეგორიები
ფიზიკა>გასული წლების ტესტები>2021 წლის ტესტი
(კითხვები ამ კატეგორიიდან)
სულ კითხვა: 66
უფასო: 66
ფასიანი: 0
# 2541
ნახატზე გამოსახულია ცენტრებზე გამავალი წრფის გასწვრივ მოძრავი ერთნაირი გლუვი ბურთულები და მათი სიჩქარეები. ბურთულების დაჯახებები აბსოლუტურად დრეკადია. განსაზღვრეთ II ბურთულას სიჩქარის მოდული და მიმართულება ყველა დაჯახების დასრულების შემდეგ.
0
v →
2v →
# 2542
თავდაპირველად დენის წყაროსთან მიერთებულია ერთმანეთთან მიმდევრობით შეერთებული R წინაღობის ორი რეზისტორი. მეორედ დენის წყაროსთან მიაერთეს ერთმანეთთან პარალელურად შეერთებული იგივე რეზისტორები. მეორე შემთხვევაში დენის ძალა წრედში 2-ჯერ მეტია, ვიდრე პირველ შემთხვევაში. განსაზღვრეთ დენის წყაროს შიგა წინაღობა.
R/5
R/4
R/3
R/2
R
# 2543
უბანს, რომელიც შედგება მიმდევრობით შეერთებული, თავდაპირველად დაუმუხტავი, 2C, 2C და 3C ტევადობის კონდენსატორებისგან, მოსდეს U ძაბვა (იხ. ნახ.). განსაზღვრეთ ძაბვა 3C ტევადობის კონდენსატორზე.
U/4
U/3
U/2
2U/3
3U/4
# 2544
ნახატზე გამოსახულია ნივთიერების ტემპერატურის დამოკიდებულება მიღებულ სითბოს რაოდენობაზე. თავდაპირველად ნივთიერება თხევად მდგომარეობაშია. ამ ნივთიერების ორთქლადქცევის კუთრი სითბოა 4 x 105 ჯ/კგ. რისი ტოლია ნივთიერების კუთრი სითბოტევადობა თხევად მდგომარეობაში?
2 x 103 ჯ/კგ0C
5 x 103 ჯ/კგ0C
104 ჯ/კგ0C
2 x 104 ჯ/კგ0C
2 x 105 ჯ/კგ0C
# 2545
ჩამოთვლილთაგან რომელია/რომლებია მართებული?
მხოლოდ I;
მხოლოდ I და II;
მხოლოდ I და III;
მხოლოდ II და III;
I, II და III.
# 2546
ერთგვაროვან მაგნიტურ ველში დამუხტული ნაწილაკი მოძრაობს წრეწირზე. მისი ბრუნვის კუთხური სიჩქარეა w. რისი ტოლი გახდება ბრუნვის კუთხური სიჩქარე, თუ ნაწილაკის სიჩქარე 2-ჯერ გაიზრდება?
w
√2w
2w
2√2w
4w