ისტორია
(ყველა ქვეკატეგორიის კითხვები)

სულ კითხვა: 1220
უფასო: 1218
ფასიანი: 2
გვერდი 55 / 61
# 1082 რომელი სახელმწიფოს ნეიტრალიტეტი დაარღვია გერმანიამ საფრანგეთში შესაჭრელად 1914წელს?
ბელგიის
შვეიცარიის
დანიის
ფლანდრიის
# 1083 რას გულისხმობენ თებერვლის რევოლუციის შემდეგ რუსეთში ორხელისუფლებიანობისდამყარებაში?
დროებითი მთავრობისა და საბჭოების ერთდროულ მოღვაწეობას
სახელმწიფო სათათბიროსა და ინტერპარტიული საბჭოს თანაარსებობას
ლენინის მთავრობისა და დენიკინის კომიტეტის ერთობლივ მოქმედებას
კერენსკის მმართველობისა და კორნილოვის დიქტატურის თანადროულობას
# 1084 რაში მდგომარეობდა 1918 წელს პარიზში მიმდინარე საზავო კონფერენციის ერთ-ერთი შედეგი?
წყალქვეშა ომის აკრძალვაში
საერთაშორისო სასამართლოს შექმნაში
ერთა ლიგის დაფუძნებაში
ვენის კონგრესის პირობების განახლებაში
# 1085 სხვა მიზეზებთან ერთად, რამ გამოიწვია ესპანეთში სამოქალაქო ომის დაწყება?
არჩევნებში სახალხო ფრონტის გამარჯვებამ
აფრიკაში კოლონიების დაკარგვამ
სამხედრო დიქტატურის დამყარებამ
ფრანკისტების მიერ გატარებულმა რეფორმებმა
# 1086 მეორე მსოფლიო ომის წინ ჰიტლერის მიერ განხორციელებული რომელი ქმედება მიანიშნებდაგერმანიის აგრესიულ საგარეო პოლიტიკურ კურსზე?
ფინეთთან ომის დაწყება
დანიისა და ნორვეგიის ოკუპაცია
რაინის დემილიტარიზებულ ზონაში ჯარის შეყვანა
თავდაცვითი ზღუდის ე.წ. „მაჟინოს ხაზის“ მშენებლობა
# 1087 რამ განაპირობა, რომ 1940 წელს გერმანელებმა ფრანგებს კაპიტულაციაზე კომპიენის ტყეშირკინიგზის ვაგონში მოაწერინეს ხელი?
შურისძიების სურვილმა, რადგან პირველი მსოფლიო ომის ბოლოს გერმანიას სწორედ ასეთვითარებაში მოაწერინეს ხელი კაპიტულაციაზე
ჰიტლერის სიჯიუტემ, როდესაც კატეგორიული უარი განაცხადა, თავის საზაფხულორეზიდენციაში მიეღო ფრანგული დელეგაცია
ფრანგების დამცირების სურვილმა, რადგან ამ ტყეს ფრანგების წინაპარი დრუიდები წმინდაადგილად თვლიდნენ
შემთხვევითობამ, რადგან საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის მომენტში ჰიტლერის მატარებლიამ ტყეში იდგა
# 1088 რას ითვალისწინებდა 1975 წელს ხელმოწერილი ჰელსინკის აქტი?
ბირთვული იარაღის აკრძალვას
სოციალისტური ბანაკის დაშლას
სახელმწიფოთა ტერიტორიული მთლიანობის ხელშეუხებლობას
მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის დაძლევას
# 1089 რა ეწოდება საერთო სახალხო გამოკითხვას განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივისაკითხის საბოლოოდ გადასაწყვეტად?
პლებისციტი
რეფერენდუმი
სახალხო არჩევნები
სოციოლოგიური კვლევა
# 1090 რომელი თავისებურება არ ახასიათებს არასამთავრობო ორგანიზაციას?
მოგებაზე ორიენტირებულობა
მოხალისეთა შრომის გამოყენება
საზოგადოებრივად სასარგებლოობა
მოქალაქეთა ნებაყოფლობითი გაერთიანება
# 1091 მართებულია თუ არა მსჯელობა სახელმწიფოს დემოკრატიულობის ძირითადი ნიშნებისა დამახასიათებლების შესახებ?I. სახელმწიფოს დემოკრატიულობას განსაზღვრავს სახელმწიფო მოწყობის ფორმა. ფედერაციულიმოწყობის სახელმწიფოები დემოკრატიულია, უნიტარული -არადემოკრატიული.II. დემოკრატიულ სახელმწიფოს ახასიათებს პოლიტიკური და იდეოლოგიური შემწყნარებლობა.
მხოლოდ I
მხოლოდ II
ორივე
არცერთი
# 1092 ვინ დაყო სპარსეთის სამეფო სატრაპიებად?
კიროსმა
დარიოსმა
ქსერქსემ
კამბიზმა
# 1093 რა მოიმოქმედა მირიან მეფის ერისთავმა, როდესაც მთიელებმა ქრისტიანობის მიღებაზეუარი თქვეს?
ჩამოასახლა ისინი ბარში
სიკვდილით დასაჯა მძევლები
დაატყვევა მათი ხევისბერები
დალეწა მათი კერპები
# 1094 რომელ საუკუნეში ებრძოდნენ ერთმანეთს ბიზანტია და ირანი ეგრისის ტერიტორიაზე?
IV
V
VI
VII
# 1095 ვინ იყო ბუღა თურქის მიერ სიკვდილით დასჯილი საჰაკი?
ქართლის ერისმთავარი
კახეთის ქორეპისკოპოსი
ქართლის პიტიახში
თბილისის ამირა
# 1096 ვის ჩაუვარდა ტყვედ მანასკერტის ბრძოლაში ბიზანტიის იმპერატორი?
არაბებს
ოსმალებს
სელჩუკებს
მონღოლებს
# 1097 რა უწოდეს მონღოლებმა დავით რუსუდანის ძეს?
ულუ
ემირი
ნოინი
ნარინი
# 1098 რომელ საუკუნეში გამოვიდა ინგლისის ეკლესია რომის პაპის დაქვემდებარებიდან?
XIV
XV
XVI
XVII
# 1099 რომელი სახელმწიფოს ძლიერების მწვერვალს წარმოადგენდა სულეიმან I ბრწყინვალისმმართველობის ხანა?
სელჩუკიანთა სასულთნოს
ირანის
ეგვიპტის სასულთნოს
ოსმალეთის
# 1100 რომელ სახელმწიფოს განაგებდა მეფე ჯეიმს I?
ინგლისს
გერმანიას
ესპანეთს
საფრანგეთს
# 1101 ვინ იყო ერაზმუს როტერდამელი?
ნიდერლანდელი ჰუმანისტი
ბელგიელი ფერმწერი
იტალიელი მისიონერი
ფრანგი მოქანდაკე
გვერდი 55 / 61