ისტორია
(ყველა ქვეკატეგორიის კითხვები)

სულ კითხვა: 1220
უფასო: 1218
ფასიანი: 2
გვერდი 54 / 61
# 1062 რომელი თავისებურება ახასიათებს არასამთავრობო ორგანიზაციას?
მოგებაზე ორიენტირებულობა
სახელმწიფოზე დამოკიდებულება
მოქალაქეთა სავალდებულო გაერთიანება
საზოგადოებრივად სასარგებლოობა
# 1063 მართებულია თუ არა მსჯელობა სახელმწიფოს დემოკრატიულობის ძირითადი ნიშნებისა დამახასიათებლების შესახებ?I. სახელმწიფოს დემოკრატიულობას განსაზღვრავს მმართველობის ფორმა: რესპუბლიკურიმმართველობის მქონე სახელმწიფოები დემოკრატიულია, ხოლო მონარქიული - არადემოკრატიული.II. დემოკრატიული სახელმწიფოსათვის დამახასიათებელია ხელისუფლების ცვალებადობა.არჩევნებში მოქალაქეთა მონაწილეობა ნებაყოფლობითია და არა სავალდებულო.
მხოლოდ I
მხოლოდ II
ორივე
არცერთი
# 1064 რა ცვლილება მოხდა ნეოლითის ხანაში?
შეიქმნა ბრინჯაოს იარაღი
ადამიანი გადავიდა ბინადარ ცხოვრებაზე
დამყარდა მატრიარქატი
ადამიანმა დაიწყო ცეცხლის გამოყენება
# 1065 მეფე ხამურაბის დროინდელი რომელი უძველესი დოკუმენტია ჩვენამდე მოღწეული?
საგადასახადო დავთრები
კანონთა კრებული
მეფეთა ქრონიკები
საერთაშორისო ხელშეკრულება
# 1066 რით ხასიათდებოდა ძვ.წ.-ის IV საუკუნეში ჩამოყალიბებული ელინისტური სახელმწიფოები?
მაკედონურ–სპარსული სამხედრო ხელოვნების შერწყმის შედეგად ახალი ტიპის კავალერიისშექმნით
ალექსანდრე მაკედონელის სარდლების მიერ დაარსებული ბერძნულ-მაკედონური სამეფოდინასტიების მმართველობით
სახელმწიფოს სატრაპიებად დაყოფის ნაცვლად პოლისური მმართველობის სისტემისდამკვიდრებით
მეურნეობის წარმართვის აღმოსავლური და დასავლური ხერხების შერწყმის შედეგად მონობისსრული გაუქმებით
# 1067 რომელ ისტორიულ მოვლენას უკავშირდება გამოთქმა: „წილი ნაყარია“?
მარიუსის მიერ დიქტატურის დამყარებას
კეისრის მიერ სამოქალაქო ომის დაწყებას
სულას მეთაურობით ლეგიონების შესვლას რომში
კრასუსის იერიშს აჯანყებულ მონათა ლაშქარზე
# 1068 რა პირობით გაიცემოდა ფეოდი შუა საუკუნეების ევროპაში?
საეკლესიო მორჩილების
ამქარში გაერთიანების
სამხედრო სამსახურის
გილდიაში გაწევრიანების
# 1069 რას გულისხმობდა „ხატმებრძოლეობა“?
ხატებზე მეომრების გამოსახვას
ხატების თაყვანისცემის აკრძალვას
ჯარის სვლას ხატების წინამძღოლობით
ფარზე ხატების გამოსახვის ვალდებულებას
# 1070 რა შედეგით დასრულდა მანასკერტის ბრძოლა 1071 წელს?
თურქ-სელჩუკებმა გაიმარჯვეს და ჩრდილოეთ ირანი დაიპყრეს
ირანელებმა ბიზანტიის ჯარის დახმარებით თურქ-სელჩუკები მოიგერიეს
თურქ-სელჩუკებმა ბიზანტიის ჯარი დაამარცხეს და იმპერატორი დაატყვევეს
ბიზანტიის არმიამ თურქ-სელჩუკები დაამარცხა და თავის სამფლობელოებიდან განდევნა
# 1071 რომელი მხარეების შემომტკიცებისას გადაიხადა დავით აღმაშენებელმა ერწუხის ბრძოლა?
კახეთ-ჰერეთის
ლორე-ტაშირის
ტაო-კლარჯეთის
სამცხე-ჯავახეთის
# 1072 ვინ დაამარცხეს ქართველებმა შამქორის ბრძოლაში?
ფადლონი
აბუ ბაქრი
რუქნ ად-დინი
ილ-ღაზი
# 1073 რა მიზნით შექმნა ჰულაგუ ყაენმა შირვანში სადარაჯო სიმაგრეთა სისტემა?
ჩრდილოეთიდან მოსალოდნელი შემოსევებისგან თავის დასაცავად
თემურ ლენგის ჯარის მოსაგერიებლად
ხაზართა საემიროს შემოსევის შესაჩერებლად
აჯანყებული სამხრეთ კავკასიის დასამორჩილებლად
# 1074 რა მნიშვნელობა ჰქონდა ოსმალეთისთვის ვენის აღებას?
მოიპოვებდა გასასვლელს ეგეოსის ზღვაზე
დაიპყრობდა ჰაბსბურგთა უკანასკნელ სამფლობელოს
უშუალოდ გაუმეზობლდებოდა თავის მოკავშირე პრუსიას
გაიმყარებდა პოზიციებს ცენტრალურ ევროპაში
# 1075 ქართლის ტახტის დაკავებამდე ვახტანგ VI ტყვეობაში იმყოფებოდა ისპაჰანში. რა იყო ამისმიზეზი?
ისლამის მიღებაზე უარის თქმა
ერთმორწმუნე რუსეთთან დაახლოების მცდელობა
ირანის მიერ წარმოებულ ბრძოლაში მონაწილეობისგან თავის არიდება
გამუსლიმებული ქართველი ფეოდალების დაპატიმრება
# 1076 რა მიზნით შეიქმნა რუსეთში „ოპრიჩნიკების“ ინსტიტუტი?
სასამართლო რეფორმის ჩასატარებლად
საგადასახადო სისტემის მოსაწესრიგებლად
პირველი რუსული პარლამენტის ჩამოსაყალიბებლად
მეფის მმართველობის გასაძლიერებლად
# 1077 საფრანგეთის რომელი მეფის დროს მოღვაწეობდა ჟან კოლბერი?
ფილიპე IV-ის
ანრი II-ის
ფრანსუა I-ის
ლუი XIV-ის
# 1078 რომელი ფაქტიდან გამომდინარე შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ბოროდინოს ბრძოლაში რუსებიდამარცხდნენ?
რუსეთის იმპერატორის ბრძანებით დედაქალაქი სასწრაფოდ პეტერბურგში გადაიტანეს
ბრძოლის შემდეგ ფრანგებმა რუსების მიერ დატოვებული ქალაქი მოსკოვი დაიკავეს
საფრანგეთის არმიის ზურგში კარგად ორგანიზებული პარტიზანული მოძრაობა დაიწყო
რუსეთის მიერ ოკუპირებულ პოლონეთში დიდმა სახალხო აჯანყებამ იფეთქა
# 1079 რა მოვლენას მოჰყვა შედეგად შარლ X-ის საფრანგეთიდან გაქცევა?
სედანთან განცდილ მარცხს და საფრანგეთის არმიის დანებებას
ნაპოლეონის მიერ კუნძულ წმ. ელენეს დატოვებას და საფრანგეთში დაბრუნებას
მარენგოს ბრძოლას, რომლის შემდეგაც მოკავშირეებმა პარიზი დაიკავეს
პარიზში დაწყებულ აჯანყებას, რომელიც რევოლუციაში გადაიზარდა
# 1080 სხვა ღონისძიებებთან ერთად, რა მოიმოქმედა რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე II-მსახელმწიფოში არსებული ვითარების გამოსწორების მიზნით?
ჩამოაყალიბა საკანონმდებლო ორგანო - სახელმწიფო სათათბირო
სასწრაფოდ შეწყვიტა ომი პოლონეთთან და დადო პარიზის ზავი
გამოსცა ბრძანება ბატონყმობის გაუქმების შესახებ
პარლამენტს დაავალა კონსტიტუციის პროექტის შემუშავება
# 1081 ბისმარკის აზრით, რა იყო ომში ავსტრიის სწრაფი დამარცხების ერთ-ერთი უმთავრესი პირობა?
ოსმალეთის მოკავშირეობა
შლიფენის დანიშვნა მთავარსარდლად
ომში რუსეთისა და საფრანგეთის ჩაურევლობა
რკინიგზის გამოყენება ჯარების სწრაფი გადასროლის მიზნით
გვერდი 54 / 61