ისტორია
(ყველა ქვეკატეგორიის კითხვები)

სულ კითხვა: 1220
უფასო: 1218
ფასიანი: 2
გვერდი 45 / 61
# 882 ვინ იყვნენ იანიჩარები?
ოსმალეთის იმპერიის მეომრები
სელჩუკთა ლაშქრის შუბოსნები
შაჰის გვარდიის ჯარისკაცები
არაბი ცხენოსანი მოლაშქრეები
# 883 რას ისახავდნენ მიზნად 1396 წელს ბალკანეთში, ქალაქ ნიკოპოლთან საბრძოლველადგამზადებული ევროპელები?
კონსტანტინოპოლის გათავისუფლებას
ევროპაში ოსმალთა წინსვლის შეჩერებას
ქალაქ ტრიპოლის დაბრუნებას
სელჩუკთაგან დამასკოს გათავისუფლებას
# 884 რას წარმოადგენდა ინდულგენცია?
სასჯელს ერეტიკოსთათვის
ცოდვათა მისატევებელ სიგელს
საეკლესიო სასამართლოს
კარდინალთა კონკლავის ბრძანებულებას
# 885 რომელი მეფის მინისტრი იყო მერკანტილიზმის ეკონომიკური მოძღვრების ცნობილიწარმომადგენელი კოლბერი?
ანრი IV-ის
ლუი XIV-ის
ფრანსუა I-ის
შარლ X-ის
# 886 ვის ეწოდებოდა „ვალი“ XVII-XVIII საუკუნეების საქართველოში?
შაჰის მიერ ქართლის მმართველად დანიშნულ გამაჰმადიანებულ ბაგრატიონს
სულთნის მიერ გამოგზავნილ გადასახადების ამკრეფ მოხელეს
კახეთის სამეფო კარზე ოსმალეთის მუდმივ წარმომადგენელს
თბილისის ციხის გარნიზონის ყიზილბაშ მეთაურს
# 887 რა იყო არქანჯელო ლამბერტისა და კრისტოფორო კასტელის საქართველოში ჩამოსვლისუმთავრესი მიზანი?
ქართველი მეფე-მთავრების ანტიოსმალურ კოალიციაში ჩართვა
ქართველ მეფე-მთავართა შორის ურთიერთბრძოლის შეწყვეტა
ქართველების დათანხმება ჯვაროსნულ ომში მონაწილეობაზე
ქართველთა შორის კათოლიკური სარწმუნოების გავრცელება
# 888 რომელ ქალაქში გამოიცა პირველი ქართული ნაბეჭდი წიგნი?
რომში
ნეაპოლში
მილანში
ვენეციაში
# 889 რა მნიშვნელობა ჰქონდა ქართველთათვის ხრესილის ბრძოლაში გამარჯვებას?
დიდი ხნით აღიკვეთა ლეკთა მარბიელი თავდასხმები
ოსმალები განიდევნენ სამცხე-საათაბაგოს დიდი ნაწილიდან
ბოლო მოეღო ყიზილბაშთა ბატონობას ქართლ-კახეთში
საგრძნობლად შეირყა თურქ-ოსმალთა ბატონობა იმერეთში
# 890 ვინ გამოაცხადა თავი საფრანგეთში დამფუძნებელ კრებად 1789 წლის ზაფხულში?
გენერალური შტატების წევრთა უმრავლესობამ
ჟირონდისტების რადიკალურმა ფრთამ
იაკობინელთა კლუბის წევრებმა
დირექტორთა კოლეგიამ
# 891 სხვა მიზეზებთან ერთად, რამ გაუადვილა საფრანგეთის წარმომადგენელ ტალეირანს, ვენისკონგრესზე დაეცვა საკუთარი ქვეყნის ინტერესები?
წინააღმდეგობებმა გამარჯვებულ სახელმწიფოთა შორის
იმპერატორის დაბრუნებამ წმინდა ელენეს კუნძულიდან
კოალიციის დამარცხებამ ლაიფციგის ბრძოლაში
ევროპაში დაწყებულმა რევოლუციებმა
# 892 სად არ განვითარებულა რევოლუციური მოვლენები XIX საუკუნის 40-იან წლებში?
ავსტრიაში
გერმანიაში
რუსეთში
საფრანგეთში
# 893 XIX საუკუნის 30-იანი წლების დასაწყისში ქართველ მოღვაწეთა ერთი ჯგუფი თვლიდა, რომ ჯერკიდევ ადრე იყო საქართველოს გამოსვლა რუსეთის იმპერიის შემადგენლობიდან. რა აშინებდათ მათ?
ფეოდალთა შორის არსებული შუღლი
ეროვნული ბურჟუაზიის არარსებობა
კლასობრივი ბრძოლის გამწვავება
მოსალოდნელი საგარეო საფრთხეები
# 894 რაში გამოიხატა XIX საუკუნის 40-იან წლებში მმართველობის სისტემის რეფორმირება კავკასიაში?
მთავარმართებლის თანამდებობის აღდგენაში
გენერალ-გუბერნატორის უფლებების გაზრდაში
მეფისნაცვლობის შემოღებაში
მთავარსარდლობის დაწესებაში
# 895 რა მიიჩნია რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე II-მ სახელმწიფოს კრიზისიდან გამოყვანის ერთერთსაშუალებად?
იაპონიასთან ომის სასწრაფოდ შეწყვეტა
სახელმწიფო სათათბიროს მოწვევა
ბატონყმობის გაუქმება
სინოდის დათხოვნა
# 896 რომელი სახელმწიფო წარმართავდა ბრძოლას გერმანიის გაერთიანებისთვის XIX საუკუნეში?
ბავარია
პრუსია
საქსონია
ჰანოვერი
# 897 რატომ იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა 1919-1921 წლებშიერთპარტიული, სოციალ-დემოკრატიული?
მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, მთავრობას ერთპიროვნულად ნიშნავდა პრეზიდენტი,რომელიც სოციალ-დემოკრატი იყო
დამფუძნებელი კრების არჩევნებში უმრავლესობა სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ მოიპოვა
კონსტიტუცია კრძალავდა კოალიციური მთავრობის შექმნას არასტაბილურობის გამორიცხვისმიზნით
სხვა პარტიებმა ბოიკოტი გამოუცხადეს არჩევნებს და დამფუძნებელ კრებაში მათწარმომადგენლები არ ჰყავდათ
# 898 რომელი მსჯელობაა მართებული ერთა ლიგის მოღვაწეობასთან დაკავშირებით?
ერთა ლიგამ შეასრულა თავისი უმთავრესი მისია, რადგან უფლებამოსილება მშვიდობიანადგადასცა ევროკავშირს
ერთა ლიგამ ვერ შეძლო თავისი უმთავრესი მისიის შესრულება, რადგან ვერ აიცილა თავიდანახალი მსოფლიო ომი
ერთა ლიგამ, მართალია, ვერ შეძლო თავიდან აეცილებინა სხვადასხვა ლოკალური ომები,თუმცა არ დაუშვა დიდი ომის დაწყება
ერთა ლიგამ საბოლოოდ მაინც ვერ შეძლო რეალურად ფუნქციონირება, რადგან მასში არგაერთიანდნენ ანტანტის წევრი სახელმწიფოები
# 899 რატომ ეწოდება II მსოფლიო ომის საწყის ეტაპს „უცნაური ომი“?
საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ გერმანიამ მანამდე სრულიად უცნობი სამხედრო ტაქტიკაგამოიყენა
ომის გამოცხადების მიუხედავად, საფრანგეთ-გერმანიის საზღვარზე ბრძოლები ფაქტობრივადარ მიმდინარეობდა
ბალკანეთის სახელმწიფოებმა გერმანელთათვის პარტიზანული ბრძოლის მანამდე უცნობიმეთოდი გამოიყენეს
სკანდინავიის ქვეყნების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციებისას გერმანიამ მხოლოდ საჰაეროსადესანტოძალები გამოიყენა
# 900 რომელი მსჯელობაა მართებული „ცივი ომის“ შესახებ?
„ცივი ომი“ ეწოდა დაპირისპირებას ჩრდილოეთ ევროპის განვითარებულ სახელმწიფოებსა დასამხრეთ ევროპის კომუნისტურ ქვეყნებს შორის
„ცივი ომი“ გულისხმობდა განვითარებად ქვეყნებში სოციალისტურ და ფაშისტურ პარტიებსშორის მიმდინარე სამხედრო შეტაკებებს
„ცივი ომი“ იყო წინააღმდეგობა სოციალისტური ორიენტაციის ქვეყნებსა და დიდ კოლონიურიმპერიებს შორის
„ცივი ომი“ წარმოადგენდა დაპირისპირებას სოციალისტურ ბანაკსა და დასავლეთისგანვითარებულ სახელმწიფოებს შორის
# 901 დამწერლობის რომელ ტიპს განეკუთვნება ურარტუს მეფეთა წარწერები, სადაც შემონახულიაცნობები კოლხას შესახებ?
ანბანურს
იეროგლიფურს
ლურსმულს
სილაბურს
გვერდი 45 / 61