ისტორია
(ყველა ქვეკატეგორიის კითხვები)
სულ კითხვა: 1220
უფასო: 1218
ფასიანი: 2
# 802
რამ შეუშალა ხელი ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმების შესახებ 1800 წლის დეკემბერში ხელმოწერილი მანიფესტის ამოქმედებას?
# 803
რა მოჰყვა შედეგად 1804 წელს გენერალ ციციანოვის ჯარით შესვლას იმერეთში?
# 804
რა სახის უმნიშვნელოვანესი განსხვავება არსებობდა ჩრდილოეთისა და სამხრეთის შტატებს შორის, რომელმაც, სხვა მიზეზებთან ერთად, ხელი შეუწყო აშშ-ში სამოქალაქო ომის დაწყებას?
# 805
რა იყო თერგდალეულთა მოღვაწეობის ერთ-ერთი მიმართულება?
# 806
რომელ სახელმწიფოთა შორის დადებული ხელშეკრულებით დაიწყო პირველ მსოფლიო ომში დამარცხებული სამხედრო ბლოკის შექმნა?
# 807
რა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო გენერალმა კვინიტაძემ 1921 წელს საბჭოთა რუსეთთან ომის დროს მთავარსარდლის პოსტზე ყოფნისას?
# 808
რას მოითხოვდა ქართველ ბოლშევიკთა ერთი ნაწილი, რომლებსაც „ნაციონალ-უკლონისტები“ უწოდეს?
# 809
სხვა მიზეზებთან ერთად რამ განაპირობა ესპანეთის სამოქალაქო ომში გენერალ ფრანკოსა და მისი მომხრეების გამარჯვება?
# 810
რომელი მსჯელობაა მართებული ე.წ. დაშოშმინების ანუ დაყვავების პოლიტიკასთან დაკავშირებით?
# 811
რომელი მსჯელობაა მართებული სსრკ-ფინეთის ომთან დაკავშირებით?
# 812
რა კონკრეტული შედეგი მოჰყვა გერმანიასთან ომის დასაწყისში საბჭოთა დაზვერვის მიერ მოპოვებულ ინფორმაციას, რომ იაპონია არ აპირებდა სსრკ-ზე თავდასხმას?
# 813
რატომ ჩაება აშშ XX საუკუნის 60-იან წლებში ვიეტნამში მიმდინარე ომში?
# 814
რამ განაპირობა ძვ.წ. XIV საუკუნეში ეგვიპტეში ახალი დედაქალაქის - ახეტატონის დაარსება?
# 815
რა იყო პელოპონესის ომის უმთავრესი მიზეზი?
# 816
რატომ ეწოდა რომის რესპუბლიკის ცნობილ სარდალ სციპიონს „აფრიკელი“?
# 817
რომელი სახელმწიფოს წინააღმდეგ ომში მონაწილეობდა სულა?
# 818
რა ტიტული მიანიჭა ბიზანტიის იმპერატორმა ქართლის პირველ ერისმთავარს VI საუკუნის IIნახევარში?
# 819
რა გზით მოხვდნენ არაბები დასავლეთ ევროპაში 711 წელს?
# 820
რა მიუთითებს საქართველოს სამეფოს პოზიციების შესუსტებაზე დემეტრე I-ის მეფობისას?
# 821
რა მიუთითებს საქართველოს სამეფოს პოზიციების გაძლიერებაზე გიორგი III-ის მეფობისას?