ისტორია
(ყველა ქვეკატეგორიის კითხვები)
სულ კითხვა: 1220
უფასო: 1218
ფასიანი: 2
# 762
რომელ მონღოლურ სახელმწიფოებს შორის მიმდინარე ომის ასპარეზად იქცა საქართველო XIII საუკუნეში?
# 763
სხვა მიზეზებთან ერთად რამ განაპირობა 1302 წელს საფრანგეთში წოდებრივ-წარმომადგენლობითი ორგანოს - გენერალური შტატების, მოწვევა?
# 764
რომელი კულტურული ტრადიციის აღორძინებას გულისხმობდა XIV საუკუნეში იტალიაში ჩასახული მიმდინარეობა - რენესანსი?
# 765
ვისი ზედწოდება უკავშირდება ახალი ოსმალური სამართლებრივი სისტემის შექმნას?
# 766
რომელი მსჯელობაა მართებული შაჰის მიერ სიმონ I-ის ტყვეობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით?
# 767
რა წვლილი შეიტანეს XVII საუკუნის საქართველოში მოღვაწე კათოლიკე მისიონერებმა საქართველოში არსებულ საგანმანათლებლო სფეროში?
# 768
რა უკავშირდება ლუი XIV-ის სახელს?
# 769
რა ღვაწლი მიუძღვის ანთიმოზ ივერიელს ქართული კულტურის განვითარებაში?
# 770
სად დაამარცხა იმერეთის მეფის ლაშქარმა ოსმალეთიდან გამოგზავნილი ჯარი 1757 წელს?
# 771
რა ეწოდებოდა ორგანოს, რომელმაც 1791 წელს მიიღო საფრანგეთის პირველი კონსტიტუცია?
# 772
რა მიზანს ისახავდა ნაპოლეონი „კონტინენტური ბლოკადის“ გამოცხადებით?
# 773
რომელი მსჯელობაა მართებული რუსეთის მიერ ქართლ-კახეთის სამეფოს დაპყრობის თაობაზე?
# 774
რომელი მსჯელობაა მართებული იმერეთის სამეფოს გაუქმების შესახებ?
# 775
სხვა მოვლენებთან ერთად რამ მისცა ბიძგი XIX საუკუნის 60-იან წლებში ამერიკის კონფედერაციული შტატების შექმნას?
# 776
რა იყო თერგდალეულთა მოღვაწეობის ერთ-ერთი მიზანი?
# 777
რომელ სახელმწიფოთა შორის დადებული ხელშეკრულებით დასრულდა იმ სამხედრო ბლოკის შექმნა, რომელმაც პირველ მსოფლიო ომში გაიმარჯვა?
# 778
რა მოვლენა უკავშირდება კავკასიაში საბჭოთა რუსეთის XI არმიის მოქმედებას?
# 779
სხვა მიზეზებთან ერთად რამ გამოიწვია სსრკ-ში განხორციელებული კოლექტივიზაციისას სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების შემცირება?
# 780
რომელი მსჯელობაა მართებული ესპანეთის სამოქალაქო ომთან დაკავშირებით?
# 781
რომელი ისტორიული პროცესის შემადგენელ ნაწილად მიიჩნევა 1938 წელს მიუნხენში გამართული შეხვედრა?