ისტორია
(ყველა ქვეკატეგორიის კითხვები)
სულ კითხვა: 1220
უფასო: 1218
ფასიანი: 2
# 742
რომელი ენა ითვლებოდა აქემენიანთა იმპერიაში საერთაშორისო ენად, რომელსაც ამავე დროს იყენებდნენ სახელმწიფო კანცელარიებში?
# 743
სხვა მიზეზებთან ერთად რამ განაპირობა კართაგენელთა სამხედრო წარმატება II პუნიკური ომის საწყის ეტაპზე?
# 744
რა მოხდა იულიუს კეისრის მკვლელობის შემდეგ?
# 745
რომელი ისტორიული მოვლენა უკავშირდება ქართლის მეფის ფარსმან II-ის სახელს?
# 746
ვინ ესწრებოდა 325 წელს გამართულ ნიკეის I მსოფლიო საეკლესიო კრებას?
# 747
რომელ ბიზანტიურ საკარისკაცო ტიტულს ატარებდნენ შუა საუკუნეებში ქართველი მეფეები?
# 748
რომის პაპის მოწოდების გათვალისწინებით, რა შეიძლება, მივიჩნიოთ ჯვაროსნული ლაშქრობების დაწყების უმთავრეს მიზნად?
# 749
რა უკავშირდება იგნასიო ლოიოლას მოღვაწეობას?
# 750
რომელმა სახელმწიფომ წამოიწყო პირველად ახალი სანაოსნო გზების ძიება დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების ეპოქაში?
# 751
რომელი მსჯელობა არ არის მართებული პეტრე I-ის მოღვაწეობასთან დაკავშირებით?
# 752
რა იყო XVIII საუკუნის ბოლოს საფრანგეთში ხელისუფლების სათავეში იაკობინელების მოსვლის ერთ-ერთი მიზეზი?
# 753
ბრიტანეთის ჩრდილო ამერიკულ კოლონიებში მომხდარი რომელი ისტორიული მოვლენა უკავშირდება ჯორჯ ვაშინგტონის მოღვაწეობას?
# 754
რომელ ბრძოლაში დაამარცხა ინგლისელებისა და პრუსიელების გაერთიანებულმა ჯარმა საფრანგეთის იმპერიის ჯარი?
# 755
რა იყო პირველი მსოფლიო ომის ერთ-ერთი შედეგი?
# 756
რა გამოიწვია აქემენიანთა სახელმწიფოს მიერ ეგეოსის ზღვისპირეთის დაპყრობამ?
# 757
რომელი ისტორიული პროცესის შედეგია ასახული რუკაზე?
# 758
რომელი მსჯელობაა მართებული ოქტავიუსის მიერ რომის რესპუბლიკის მმართველობაში განხორციელებული ცვლილების შესახებ?
# 759
რას მოელოდა ირანის შაჰი ბიზანტიის წინააღმდეგ გუბაზ II-ის მოკავშირეობის სანაცვლოდ?
# 760
რომელი მსჯელობაა მართებული არაბთა სახალიფოს ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით?
# 761
რა ევალებოდა დავით აღმაშენებლის მიერ შექმნილ „მსტოვართა“ უწყებას?