მათემატიკაგასული წლების ტესტები2021 წლის ტესტი
(კითხვები ამ კატეგორიიდან)
სულ კითხვა: 39
უფასო: 39
ფასიანი: 0
# 1999
რამდენი პროცენტით შემცირდა ავტომობილის ფასი, თუ მისი ფასი 40000 ლარიდან შემცირდა 34000 ლარამდე?
# 2000
სამკუთხედის კუთხეების გრადუსული ზომები ისე შეეფარდება ერთმანეთს, როგორც 1:3:5. იპოვეთ ამ სამკუთხედის ბლაგვი კუთხის სიდიდე.
# 2001
ტოლფერდა მართკუთხა სამკუთხედში ჰიპოტენუზის პარალელური შუახაზის სიგრძე 6 სმ-ის ტოლია. იპოვეთ ამ მართკუთხა სამკუთხედის ჰიპოტენუზაზე დაშვებული სიმაღლის სიგრძე.
# 2002
სურათზე მოცემულია სვეტოვანი დიაგრამა, რომელიც გამოხატავს კომპანიის მიერ ოთხი წლის განმავლობაში ყოველწლიურად გამოშვებული ერთი სახის პროდუქტის რაოდენობას. ყოველი 500 ერთეული პროდუქტი კომპანიას აძლევს 12000 ლარის მოგებას. გამოთვალეთ კომპანიის ჯამური მოგება ამ ოთხი წლის განმავლობაში.
# 2003
2; −4; 3; x; 6;−1 მონაცემების გაბნევის დიაპაზონი არის 11. იპოვეთ x , თუ ის უარყოფითი რიცხვია.
# 2004
ქვემოთ ჩამოთვლილი ფიგურებიდან რომელს არ გააჩნია სიმეტრიის ცენტრი?
# 2005
მასწავლებელს სურს 8 მოსწავლისგან შეადგინოს 3 ჯგუფი, სადაც ნომერ პირველ და ნომერ მეორე ჯგუფში იქნება სამ-სამი მოსწავლე, ხოლო ნომერ მესამეში კი - ორი მოსწავლე. ჯგუფებში მოსწავლეთა ასეთი განაწილების სულ რამდენი განსხვავებული ვარიანტი არსებობს?
# 2006
a1, a2,..., a10 არითმეტიკული პროგრესიის სხვაობა არის 3-ის ტოლი. ამ პროგრესიის ყველა წევრი გაამრავლეს 5-ზე. იპოვეთ მიღებულ რიცხვებს შორის უდიდესისა და უმცირესის სხვაობა.
# 2007
იმის ალბათობა, რომ ელექტროჩაიდანი იმუშავებს 1 წელზე მეტს, ტოლია 0,6-ის, ხოლო იმის ალბათობა, რომ ის იმუშავებს 2 წელზე ნაკლებს, ტოლია 0,7-ის. იპოვეთ იმის ალბათობა, რომ ეს ელექტროჩაიდანი იმუშავებს 1 წელზე მეტს, მაგრამ 2 წელზე ნაკლებს.
# 2008
ABC სამკუთხედში M და N წერტილები მდებარეობს შესაბამისად AB და BC გვერდებზე ისე, რომ MN მონაკვეთი AC გვერდის პარალელურია. რას უდრის AC MN : , თუ BMN სამკუთხედის ფართობი AMNC ოთხკუთხედის ფართობის ტოლია?
# 2009
ორი ნატურალური რიცხვის ნამრავლი ტოლია 288-ის. ქვემოთ ჩამოთვლილი რიცხვებიდან რომლის ტოლი არ შეიძლება იყოს ამ ორი რიცხვის საერთო ჯერადი?
# 2010
Oxy მართკუთხა საკოორდინატო სიბრტყეში A არის O წერტილის სიმეტრიული წერტილი x = −17 წრფის მიმართ, ხოლო B არის O წერტილის სიმეტრიული წერტილი x =18 წრფის მიმართ. იპოვეთ A და B წერტილებს შორის მანძილი.
# 2011
იპოვეთ უმცირესი მთელი რიცხვი, რომელიც მეტია
# 2012
1 გრამი ოქროს ფასი 14%-ით გაიზარდა. რამდენჯერ მეტია ახლა 1 გრამი ოქროს ფასი ძველ ფასზე?
# 2013
მართკუთხა სამკუთხედის ერთ-ერთი მახვილი კუთხე 500-ის ტოლია. იპოვეთ მართი კუთხის წვეროდან გავლებული ბისექტრისის მიერ ჰიპოტენუზასთან შედგენილი მახვილი კუთხის სიდიდე.
# 2014
ტოლფერდა ტრაპეციის ფერდი უდრის 6 სმ-ს, ხოლო შუახაზი უდრის 8 სმ-ს. რას უდრის ტრაპეციის პერიმეტრი?
# 2015
სურათზე მოცემულია სვეტოვანი დიაგრამა, რომელიც გამოხატავს კომპანიის მიერ 2017-2020 წლებში გაყიდული ჩანთების რაოდენობებს. ჩანთების გაყიდვით მიღებული ჯამური მოგება დიაგრამაზე მითითებული ოთხი წლის განმავლობაში იყო 200000 ლარი. რა მოგება მიიღო კომპანიამ 2018 წელს ჩანთების გაყიდვით, თუ ყოველი ჩანთის გაყიდვა ერთსა და იმავე მოგებას იძლევა?
# 2016
2;−3; 5; x; 7;−1 მონაცემების გაბნევის დიაპაზონი არის 12. იპოვეთ x , თუ ის დადებითი რიცხვია.
# 2017
ქვემოთ ჩამოთვლილი ფიგურებიდან რომელს არ გააჩნია სიმეტრიის ღერძი?
# 2018
მწვრთნელს 10 ფეხბურთელისგან სურს შეარჩიოს 4 მცველი, 4 ნახევარმცველი და 2 თავდამსხმელი. სულ რამდენი განსხვავებული ვარიანტით შეუძლია მწვრთნელს ამის განხორციელება? ათივე მოთამაშეს შეუძლია ითამაშოს როგორც დაცვაში, ასევე ნახევარდაცვასა და თავდასხმაში.