მათემატიკაგასული წლების ტესტები2020 წლის ტესტი
(კითხვები ამ კატეგორიიდან)
სულ კითხვა: 34
უფასო: 34
ფასიანი: 0
# 2038
იპოვეთ 34 -ის და 51-ის უმცირესი საერთო ჯერადი.
# 2039
გიას ხელფასი 20 %-ის ტოლი საშემოსავლო გადასახადის დაქვითვის შემდეგ შეადგენს 1500 ლარს. რისი ტოლია გიას ხელფასი დაქვითვამდე?
# 2040
სამკუთხედის გვერდისა და მისი პარალელური შუახაზის სიგრძეთა ჯამი 15 სმ-ის ტოლია. იპოვეთ ამ შუახაზის სიგრძე.
# 2041
პარალელოგრამის ორი კუთხის ჯამი 150° -ის ტოლია. რას უდრის პარალელოგრამის ბლაგვი კუთხე?
# 2042
ორ ქალაქს შორის მანძილი 120 კილომეტრია. რა მანძილია ამ ქალაქებს შორის რუკაზე, რომლის მასშტაბია 1:500000 ?
# 2043
ოჯახის მიერ დეკემბერში, იანვარსა და თებერვალში მოხმარებული ბუნებრივი აირი (კუბურ მეტრებში) წარმოდგენილია სვეტოვანი დიაგრამის სახით (იხ. სურათი). იგივე მონაცემები რომ წარმოადგინოთ წრიული დიაგრამის სახით, რამდენი გრადუსის ტოლი ცენტრალური კუთხე ექნება დეკემბრის თვის შესაბამის წრიულ სექტორს?
# 2044
ამოხსენით უტოლობა x2-16>(x-3)2
# 2045
იპოვეთ 11;−2; 35;−2; 11; 3 რიცხვითი მონაცემების მედიანა.
# 2046
პრიზმას აქვს 36 წიბო. რამდენი გვერდი აქვს პრიზმის ფუძეს?
# 2047
კლასი შედგება 10 ვაჟისაგან და 15 გოგონასაგან. 4 მოსწავლის შერჩევის რამდენი ისეთი ვარიანტი არსებობს, რომ თითოეულ ვარიანტში 3 ვაჟი და 1 გოგონა იყოს?
# 2048
ABC სამკუთხედი მართკუთხა საკოორდინატო სიბრტყის მეორე მეოთხედში მდებარეობს. A1B1C1სამკუთხედი წარმოადგენს ABC სამკუთხედის სიმეტრიულ ფიგურას კოორდინატთა სათავის მიმართ. რომელ მეოთხედში მდებარეობს A1B1C1 სამკუთხედის სიმეტრიული ფიგურა ორდინატთა ღერძის მიმართ?
# 2049
10 სმ სიგრძის AB მონაკვეთზე აღებულია ორი წერტილი C და D ისე, რომ AC=4 სმ და DB=7 სმ. იპოვეთ ალბათობა იმისა, რომ AB მონაკვეთიდან შემთხვევით არჩეული წერტილი ეკუთვნის CD მონაკვეთს.
# 2050
f(x)=3x ფუნქციის მნიშვნელობა x1 წერტილში 27-ჯერ მეტია ფუნქციის მნიშვნელობაზე x2 წერტილში. რას უდრის x2-x1 ?
# 2051
Oxy საკოორდინატო სიბრტყეზე ჰომოთეტიას ცენტრით M წერტილში და 4/3 -ის ტოლი კოეფიციენტით, A(5;−3) წერტილი გადაყავს B(− 2; 4) წერტილში. იპოვეთ M წერტილის კოორდინატები.
# 2052
f ფუნქციის განსაზღვრის არეა [−3; 1] შუალედი, რომელზეც ის მოცემულია f(x)=log2 (x2+4x+12) ტოლობით. იპოვეთ ამ ფუნქციის უმცირესი მნიშვნელობა.
# 2053
a1, a2, ...., a50 გეომეტრიულ პროგრესიაში პირველი წევრი 2-ის, ხოლო მნიშვნელი 1/3 -ის ტოლია. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელ ინტერვალს ეკუთვნის ამ პროგრესიის ყველა წევრის ჯამი?
# 2054
გარკვეული ნივთიერების მასის ცვლილება რადიოაქტიური დაშლის დროს აღიწერება ფორმულით m(t)=m02-0,5t, სადაც m0 საწყისი მასაა, ხოლო m(t) არის t საათის გასვლის შემდეგ დარჩენილი ნივთიერების მასა. რამდენ საათში შეიცვლება ნივთიერების მასა
# 2055
იპოვეთ 72 -ის და 48 -ის უდიდესი საერთო გამყოფი.
# 2056
თამარის საბანკო ანაბრის გახსნიდან ერთი წლის შემდეგ საწყისი თანხა გაიზარდა 12%-ით და ანაბარზე თანხა გახდა 4200 ლარი. რა საწყისი თანხით გაუხსნია ანაბარი თამარს?
# 2057
ტოლგვერდა სამკუთხედის პერიმეტრი ტოლია 27 სმ-ის. იპოვეთ სამკუთხედის შუახაზის სიგრძე.