მათემატიკაგასული წლების ტესტები
(ყველა ქვეკატეგორიის კითხვები)
სულ კითხვა: 279
უფასო: 279
ფასიანი: 0
# 1950
0,0072 =
# 1951
სპილენძისა და ვერცხლის შენადნობში ვერცხლის მასა სპილენძის მასის 25%-ს შეადგენს. შენადნობის მასის რამდენ პროცენტს შეადგენს სპილენძის მასა?
# 1952
ტოლფერდა სამკუთხედის ერთ-ერთი კუთხის მოსაზღვრე კუთხის სიდიდე 25°-ის ტოლია. იპოვეთ ამ სამკუთხედის ფუძესთან მდებარე კუთხის სიდიდე.
# 1953
წესიერ ექვსკუთხედზე შემოხაზული წრეწირის სიგრძეა 24π სმ. იპოვეთ ამ ექვსკუთხედის გვერდის სიგრძე.
# 1954
რამდენი უარყოფითი მთელი ამონახსნი აქვს
# 1955
საკოორდინატო ბადით დაფარულ სიბრტყეზე მოცემულია [ 4;4] შუალედზე განსაზღვრული y = f(x) ფუნქციის გრაფიკი, რომელიც აბსცისათა ღერძს კვეთს მთელი კოორდინატების მქონე წერტილებში (იხ. სურათი). იპოვეთ f(x) > უტოლობის ამონახსნთა სიმრავლე.
# 1956
იპოვეთ a პარამეტრის მნიშვნელობა, თუ ცნობილია, რომ 2x2 - ax+3= 0 განტოლების ამონახსნთა ჯამი 7-ის ტოლია.
# 1957
იპოვეთ x , თუ ცნობილია, რომ 4; 9; 1; 3; 12; x რიცხვითი მონაცემების მედიანა 5,5-ის ტოლია.
# 1958
სურათზე მოცემულია ქვემოთ ჩამოთვლილი მრავალწახნაგებიდან ერთ-ერთის შლილი. დაასახელეთ ეს მრავალწახნაგა.
# 1959
Oxy საკოორდინატო სიბრტყეზე y= −x წრფის მიმართ (−3; 4) წერტილის სიმეტრიული წერტილია
# 1960
სულ რამდენი ათნიშნა ლუწი რიცხვი არსებობს, რომლის ჩანაწერში ოთხი ციფრია „2“, ხოლო ექვსი ციფრია „9“?
# 1961
რას უდრის იმის ალბათობა, რომ სამი კამათლის გაგორებისას მოსული რიცხვების ჯამი მეტი იქნება 16-ზე?
# 1962
იპოვეთ k პარამეტრის ყველა ნამდვილი მნიშვნელობა, რომელთაგან თითოეულისათვის
# 1963
Oxy მართკუთხა საკოორდინატო სიბრტყეში O წერტილის მიმართ α მახვილი კუთხით მობრუნებას (3; 1) წერტილი გადაჰყავს წერტილში, რომლის აბსცისა 1-ის ტოლია. იპოვეთ α კუთხის რადიანული ზომა.
# 1964
იპოვეთ უმცირესი მთელი რიცხვი, რომელიც მეტია log211-ზე.
# 1965
იპოვეთ კონუსის მსახველის სიგრძე, თუ მისი ფუძის ფართობია 3π სმ2, ხოლო გვერდითი ზედაპირის ფართობია 6π სმ2.
# 1966
3,0702 =
# 1967
ოჯახის მიერ ღამით მოხმარებული ელექტროენერგია დღე-ღამის განმავლობაში მოხმარებული ელექტროენერგიის 40%-ს შეადგენს. დღისით მოხმარებული ელექტროენერგიის რა ნაწილს შეადგენს ღამით მოხმარებული ელექტროენერგია?
# 1968
ABC სამკუთხედში გავლებულია BH სიმაღლე. იპოვეთ <BAC, თუ AB=BC და <HBC =350 .
# 1969
იპოვეთ 1,5x−11<0 უტოლობის ნატურალური ამონახსნების ჯამი.