ფიზიკაგასული წლების ტესტები
(ყველა ქვეკატეგორიის კითხვები)
სულ კითხვა: 303
უფასო: 303
ფასიანი: 0
# 2507
ზიარჭურჭელში ასხია წყალი და ზეთი (იხ. ნახ.). pზეთის =0,8pწყლის.ზეთის სვეტის სიმაღლე 6 სმ-ია. განსაზღვრეთ მუხლებში სითხეების დონეთა შორის h სხვაობა.
# 2508
დენის წყაროს მიუერთეს R წინაღობის რეზისტორი. დენის წყაროს მომჭერებზე ძაბვა აღმოჩნდა ემ ძალის 80%. განსაზღვრეთ დენის წყაროს შიგა წინაღობა.
# 2509
რა სიმაღლის უნდა იყოს ჩანჩქერი, რომ წყლის ტემპერატურა ვარდნის შემდეგ 0,05°C -ით გაიზარდოს? წყლის კუთრი სითბოტევადობაა 4200 ჯ/კგ.°C . თავისუფალი ვარდნის აჩქარებაა 10 მ/წმ2 .
# 2510
როდისაა გამბნევ ლინზაში საგნის გამოსახულება წარმოსახვითი და შემცირებული?
# 2511
F ფოკუსური მანძილის მქონე ლინზა ეკრანზე ქმნის საგნის 2-ჯერ შემცირებულ გამოსახულებას. იპოვეთ მანძილი საგანსა და ეკრანს შორის.
# 2512
ნახატზე გამოსახული სისტემა წონასწორობაშია. რისი ტოლია mx მასა?
# 2513
ხუთი ერთი და იმავე მასის, ერთი და იმავე ρ სიმკვრივის ტვირთიდან ოთხი ჩაძირულია ρ0 სიმკვრივის სითხეში, ერთი კი დაკიდებულია უძრავი ჭოჭონაქის მეორე მხარეს (იხ. ნახ.). ქვედა ტვირთი არ ეხება ფსკერს. განსაზღვრეთ, ρ/ρ0 ფარდობის რა მნიშვნელობისათვის არის სისტემა წონასწორობაში ამ მდგომარეობაში.
# 2514
განსაზღვრეთ, მოცემული გრაფიკებიდან რომელი შეესაბამება ერთგვაროვან მაგნიტურ ველში წრეწირზე მოძრავი დამუხტული ნაწილაკის ბრუნვის პერიოდის დამოკიდებულებას სიჩქარის მოდულზე.
# 2515
რხევით კონტურში კონდენსატორი შეცვალეს 8-ჯერ დიდი ტევადობის კონდენსატორით, ხოლო კოჭა შეცვალეს 2-ჯერ დიდი ინდუქციურობის კოჭით. რამდენჯერ და როგორ შეიცვალა კონტურში ელექტრომაგნიტური რხევის პერიოდი?
# 2516
ვექტორული ფიზიკური სიდიდეა:
# 2517
სითხეში მოტივტივე p სიმკვრივის და m მასის სხეულზე მოქმედი ამომგდები ძალის მოდულია F. რისი ტოლი იქნება იმავე სითხეში მოტივტივე p/2 სიმკვრივისა და 3m მასის სხეულზე მოქმედი ამომგდები ძალის მოდული?
# 2518
დედამიწის გარშემო თანამგზავრი ბრუნავს R რადიუსიან წრეწირზე. თანამგზავრზე მოქმედი მიზიდულობის ძალაა F. განსაზღვრეთ თანამგზავრის კინეტიკური ენერგია.
# 2519
ნახატზე გამოსახულია x ღერძზე მოძრავი სხეულის სიჩქარის გეგმილის დროზე დამოკიდებულების გრაფიკი. განსაზღვრეთ სხეულის აჩქარების მოდული.
# 2520
ნახატზე გამოსახულია x ღერძზე მოძრავი სხეულის სიჩქარის გეგმილის დროზე დამოკიდებულების გრაფიკი. განსაზღვრეთ სხეულის მიერ გავლილი მანძილი დროის (0 წმ, 2 წმ) შუალედში.
# 2521
ნახატზე გამოსახულია x ღერძზე მოძრავი სხეულის სიჩქარის გეგმილის დროზე დამოკიდებულების გრაფიკი. რისი ტოლი იყო საწყისი წერტილიდან სხეულის მაქსიმალური დაშორება დროის (0 წმ, 2 წმ) შუალედში?
# 2522
A წერტილიდან 2 სმ, 3 სმ და 6 სმ დაშორებით მოთავსებულია სამი ტოლი q მუხტი (იხ. ნახ.). A წერტილიდან რა მანძილზე უნდა მოვათავსოთ (-q) მუხტი, რომ ველის პოტენციალი A წერტილში 0-ის ტოლი გახდეს?
# 2523
ნახატზე გამოსახულია x ღერძზე მერხევი სხეულის კოორდინატის დროზე დამოკიდებულების გრაფიკი. განსაზღვრეთ სხეულის მიერ გავლილი მანძილი დროის (0,8 წმ; 4,8 წმ) შუალედში.
# 2524
ნახატზე გამოსახულია x ღერძზე მერხევი 1კგ მასის სხეულის სიჩქარის გეგმილის დროზე დამოკიდებულების გრაფიკი. განსაზღვრეთ იმპულსის ცვლილების მოდული t=2 წამიდან t=4 წამამდე.
# 2525
დიაგრამის ხუთი წერტილი გამოხატავს ხუთ სხვადასხვა რეზისტორზე მოდებულ ძაბვებს და მათში გამავალ დენის ძალებს. რომელი რეზისტორის წინაღობაა უდიდესი?
# 2526
რა სიჩქარით უნდა ავაგდოთ კენჭი ვერტიკალურად ზევით, რომ ის დაეცეს დედამიწის ზედაპირს 4 წმ-ის შემდეგ? ჩათვალეთ, რომ თავისუფალი ვარდნის აჩქარებაა 10 მ/წმ2 . ჰაერის წინააღმდეგობას ნუ გაითვალისწინებთ.