გეოგრაფია>გასული წლების ტესტები
(ყველა ქვეკატეგორიის კითხვები)

სულ კითხვა: 367
უფასო: 367
ფასიანი: 0
გვერდი 7 / 19
# 1703 რომელია მართებული დებულება?
მიუხედავად იმისა, რომ სამხრეთ ამერიკის ქვეყნების უმრავლესობაში ესპანური ოფიციალური ენაა, კონტინენტის მოსახლეობის დაახლოებით 50%-ის მშობლიური ენა პორტუგალიურია;
აშშ-ს მთავრობამ კანადის საზღვარზე კედლის აშენების გადაწყვეტილება მიიღო;
გაერთიანებული სამეფოსა და კონტინენტურ ევროპას შორის სარკინიგზო მიმოსვლა არ არსებობს;
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც ევროპის კავშირში ვეტოს უფლებით სარგებლობს.
# 1704 რომელი ბუნებრივი რესურსის მოპოვებაა შესაძლებელი ღია კარიერული წესით?
ნავთობის;
ბუნებრივი აირის;
ოქროს;
მინერალური წყლის.
# 1705 საქართველოში რომელი მდინარის აუზში უკავია მეტი ფართობი თანამედროვე გამყინვარებას?
რიონის;
თერგის;
ენგურის;
მტკვრის.
# 1706 ჩამოთვლილთაგან რა მასშტაბის რუკაზეა გამოსახული ტერიტორია უფრო დეტალურად?
1: 25 000
1: 50 000
1: 100 000
1: 200 000
# 1707 რომელი არქიპელაგი მდებარეობს არქტიკაში?
შპიცბერგენის
დიდი ზონდის
მცირე ანტილიის
ფილიპინის
# 1708 რას აითვლიან საწყისი მერიდიანიდან აღმოსავლეთით და დასავლეთით 0°-დან 180°-მდე?
გეოგრაფიულ განედს
გეოგრაფიულ გრძედს
აზიმუტის კუთხეს
კარტოგრაფიულ პროექციას
# 1709 რომელი ზღვის მონაცემებია მოცემული ცხრილში?
რომელი ზღვის მონაცემებია მოცემული ცხრილში?, კატეგორია: 2018 წლის ტესტი
შავი ზღვის
ხმელთაშუა ზღვის
კასპიის ზღვის
წითელი ზღვის
# 1710 გააანალიზეთ გრაფიკი და განსაზღვრეთ, რომელი გეოგრაფიული კოორდინატები შეესაბამება N პუნქტს?
გააანალიზეთ გრაფიკი და განსაზღვრეთ, რომელი გეოგრაფიული კოორდინატები შეესაბამება N პუნქტს?, კატეგორია: 2018 წლის ტესტი
ჩ.გ. 25° 09′ დ.გ. 14° 15′
ს.გ. 37° 49′ ა.გ. 144° 58′
ჩ.გ. 68° 25′ ა.გ. 127° 04′
ს.გ. 73° 37′ დ.გ. 65° 37
# 1711 მთის ერთ ფერდობზე ზღვის დონიდან რა სიმაღლეზე იქნება ატმოსფერული წნევა უფრო დაბალი?
400 მ
600 მ
900 მ
1200 მ
# 1712 მთის ერთ ფერდობზე განლაგებულ მეტეოსადგურებზე ერთდროულად მიმდინარეობს დაკვირვება ჰაერისტემპერატურაზე. რომელ ჩამონათვალშია დალაგებული მეტეოსადგურები ზღ.დ. სიმაღლის ზრდის მიხედვით(დაბლიდან მაღლისკენ)?
მთის ერთ ფერდობზე განლაგებულ მეტეოსადგურებზე ერთდროულად მიმდინარეობს დაკვირვება ჰაერისტემპერატურაზე. რომელ ჩამონათვალშია დალაგებული მეტეოსადგურები ზღ.დ. სიმაღლის ზრდის მიხედვით(დაბლიდან მაღლისკენ)?, კატეგორია: 2018 წლის ტესტი
C, A, B, D
A, C, D, B
B, D, A, C
D, B, C, A
# 1713 რომელი გეოგრაფიული ობიექტი არ მოჩანს მოცემულ ილუსტრაციაზე?
რომელი გეოგრაფიული ობიექტი არ მოჩანს მოცემულ ილუსტრაციაზე?, კატეგორია: 2018 წლის ტესტი
კ. სუმატრა
კ. სულავესი
სამხრეთ ჩინეთის ზღვა
ბანდის ზღვა
# 1714 რისი შემადგენელი რგოლებია (ეტაპებია) მოცემული ჩამონათვალში: აორთქლება, კონდენსაცია, ნალექები?
ატმოსფეროს ცირკულაციის
რადიაციული ბალანსის
წყლის წრებრუნვის
ვერტიკალური ზონალურობის
# 1715 რომელი ქარია სეზონური რიტმულობის მაგალითი?
ბრიზი
მუსონი
ფიონი
პასატი
# 1716 დედამიწის რომელი გარსის ტემპერატურაა უფრო მაღალი?
ქერქის
ლითოსფეროს
ბირთვის
მანტიის
# 1717 დიაგრამაზე მოცემული ინფორმაციიდან გამომდინარე, რომელი რეგიონის მოსახლეობაა უფრო მეტი?
დიაგრამაზე მოცემული ინფორმაციიდან გამომდინარე, რომელი რეგიონის მოსახლეობაა უფრო მეტი?, კატეგორია: 2018 წლის ტესტი
გურიის
სამეგრელო-ზემო სვანეთის
რაჭის
შიდა ქართლის
# 1718 სად მდებარეობს ოკეანეთი?
წყნარ ოკეანეში
ატლანტის ოკეანეში
ინდოეთის ოკეანეში
ჩრდილოეთის ყინულოვან ოკეანეში
# 1719 რომელი რელიგიის აღმსარებელია სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები არაქართველი მოსახლეობის უმეტესობა?
რომელი რელიგიის აღმსარებელია სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები არაქართველი მოსახლეობის უმეტესობა?, კატეგორია: 2018 წლის ტესტი
ქრისტიანობის
ისლამის
იუდაიზმის
ზოროასტრიზმის
# 1720 2016 წელს რა გახდა გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, დევიდ კემერონის გადადგომის მიზეზი?
გაერთიანებული სამეფოს ჯარების სირიის კონფლიქტში წარუმატებელი მოქმედება
გაერთიანებული სამეფოს ჯარების ავღანეთის კონფლიქტში წარუმატებელი მოქმედება
შოტლანდიის გაერთიანებულ სამეფოში დარჩენის საკითხთან დაკავშირებით ჩატარებულირეფერენდუმის შედეგი
გაერთიანებული სამეფოს ევროპის კავშირში დარჩენის საკითხთან დაკავშირებით ჩატარებულირეფერენდუმის შედეგი
# 1721 საქართველოს რომელი რეგიონი არ არის ხორბლის მწარმოებელი?
ქვემო ქართლი
კახეთი
გურია
სამცხე-ჯავახეთი
# 1722 ცხრილის მიხედვით, რა წილი უკავია საქართველოს იმპორტში მანქანათმშენებლობის პროდუქციას?
ცხრილის მიხედვით, რა წილი უკავია საქართველოს იმპორტში მანქანათმშენებლობის პროდუქციას?, კატეგორია: 2018 წლის ტესტი
1.9
6.2
8.1
9.9
გვერდი 7 / 19