ისტორია>გასული წლების ტესტები>2021 წლის ტესტი
(კითხვები ამ კატეგორიიდან)

სულ კითხვა: 75
უფასო: 75
ფასიანი: 0
გვერდი 4 / 4
# 681 რომელი სახელმწიფო ჩამოყალიბდა მცირე აზიაში ძვ. წ. II ათასწლეულში?
ასურეთის;
მიდიის;
ხეთების;
ფინიკიის.
# 682 არგიშთი I-ის წარწერიდან ირკვევა, რომ დამარცხებულისგან მან ხარკის სახით აიღო: 41 მინა ოქრო, 37 მინა ვერცხლი და 10 ათასი მინა სპილენძი. რომელი სახელმწიფოსგან აიღო ეს ხარკი ურარტუს მეფემ?
კოლხას;
ბაბილონის;
მითანის;
დიაოხის.
# 683 რა სიახლე შემოიტანა სამხედრო საქმეში მაკედონიის მეფე ფილიპე II-მ?
შექმნა საბრძოლო წყობა ფალანგა;
გამოიგონა საალყო იარაღი ტარანი;
ჯარის ცალკე სახეობად გამოყო კავალერია;
ქვეითი ჯარი დაყო კოჰორტებად.
# 684 რომელი მოვლენა უკავშირდება ირანის შაჰის, ხოსრო I-ის სახელს?
ქალაქ პერსეპოლისის დაარსება;
სელევკიდების სამეფოს დამორჩილება;
ახალი რელიგიური კულტის დაწესება;
სახელმწიფოს დაყოფა ოთხ ადმინისტრაციულ ერთეულად.
# 685 რა მიუთითებს VI საუკუნის პირველი ნახევრის ქართლში ირანის გავლენის დამყარებაზე?
მონოფიზიტობის აკრძალვა;
მეფობის გაუქმება;
ისლამის გავრცელება;
ამირას დანიშვნა.
# 686 რა მოვლენას მოჰყვა შედეგად ჰოსპიტალიერთა და ტამპლიერთა სარაინდო ორდენების დაარსება?
სელჩუკთა გამოჩენას ბალკანეთში;
რელიგიური ომების დაწყებას ევროპაში;
პირველ ჯვაროსნულ ლაშქრობას წმინდა მიწაზე;
არაბთა წინააღმდეგ ბრძოლას პირენეის ნახევარკუნძულზე
# 687 რომელი მსჯელობაა მართებული 1122 წელს დადებული ვორმსის კონკორდატის შესახებ?
ხელშეკრულების თანახმად რომის პაპმა და გერმანიის იმპერატორმა ინვესტიტურის უფლება გაინაწილეს;
შეთანხმებით გერმანიის და ფრანკთა იმპერატორებმა ევროპაში ტერიტორიები გაინაწილეს;
ფრანკთა და ბიზანტიის იმპერატორებმა რომის ყოფილი იმპერიის ტერიტორია გაიყვეს;
კონსტანტინოპოლის პატრიარქმა და რომის პაპმა აღმოსავლური და დასავლური ეკლესიების გაყოფა დაასრულეს.
# 688 რომელი ქალაქი აიღეს ქართველებმა გიორგი III-ის მეფობისას?
ტრაპიზონი;
არზრუმი;
დარუბანდი;
ანისი.
# 689 რომელი მსჯელობაა მართებული მონღოლთა ლაშქრობების შესახებ?
მანგუ ყაენის მმართველობისას მონღოლებმა წარმატებით დალაშქრეს ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნები;
ჩინგიზ ყაენის გარდაცვალების შემდეგ წარმოებული ლაშქრობებისას მონღოლებმა აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოებიც დალაშქრეს;
ჰულაგუ ყაენის მეთაურობით მონღოლებმა რამდენჯერმე დალაშქრეს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნები;
ყუბილაი ყაენის წარუმატებელი ლაშქრობების გამო მონღოლებმა საბოლოოდ დაკარგეს კონტროლი ჩინეთზე.
# 690 რომელი ინფორმაცია არ არის მართებული XIV საუკუნის 20-40-იან წლებში საქართველოში მომხდარი მოვლენების შესახებ?
მოხერხდა ქვეყნის პოლიტიკური ერთიანობის აღდგენა;
სახელმწიფომ დაიბრუნა საერთაშორისო ავტორიტეტი;
აღდგა ქართული ეკლესიის ავტოკეფალია;
შეიქმნა სამართლის ახალი კოდექსი.
# 691 რომელი მსჯელობაა მართებული ინგლისის მეფე ჰენრი VIII-ის შესახებ?
რეფორმაციის დაწყებისას მეფემ მხარი რომის პაპს დაუჭირა, თუმცა შემდეგ თავადაც დაუპირისპირდა პაპს;
მეფე თავიდანვე რომის პაპის მოწინააღმდეგე იყო და ამიტომ აქტიურად უჭერდა მხარს ფრანგ ჰუგენოტებს;
რომის პაპის მოწოდებას, დაეცვათ ქრისტიანობა, მეფე მალევე გამოეხმაურა და სამეფოში ინკვიზიცია დააარსა;
მეფე პოლიტიკური მოსაზრებით თავიდანვე მხარს უჭერდა რეფორმაციას, რამაც იგი რომის პაპთან დააპირისპირა.
# 692 რა მოვლენა უკავშირდება ივანე IV-ის მმართველობას?
შვედების დამარცხება პოლტავის ბრძოლაში;
ყაზანისა და ასტრახანის სახანოების დაპყრობა;
ოქროს ურდოს დამარცხება კულიკოვოს ბრძოლაში;
ყირიმის სახანოს საბოლოო დამორჩილება.
# 693 ვინ დაამარცხა ოსმალები 1683 წელს ქალაქ ვენასთან გამართულ ბრძოლაში?
პოლონეთის მეფე იან სობესკიმ;
საღვთო რომის იმპერატორმა კარლოს V-მ;
უნგრეთის მეფე იანოშ ჰუნიადიმ;
შვედეთის მეფე კარლოს XII-მ.
# 694 რას ეწოდებოდა რისორჯიმენტო?
გერმანიის იმპერიის შექმნას;
ესპანეთის მუსლიმთაგან გათავისუფლებას;
იტალიის გაერთიანებისათვის ბრძოლას;
სამხრეთ ამერიკის კოლონიზაციას.
# 695 რომელი მსჯელობაა მართებული 1919 წლის პარიზის საზავო კონფერენციის გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით?
ხელშეკრულების უმძიმესმა პირობებმა გერმანიაში რევანშისტული განწყობილებები გააღვივა, რამაც შემდგომში ნაცისტების გამარჯვებას შეუწყო ხელი;
შეთანხმების პირობებმა არ დააკმაყოფილა აშშ-ს დელეგაცია, ამიტომ მისმა წარმომადგენლებმა უარი განაცხადეს ერთა ლიგის სხდომებში მონაწილეობაზე;
ზავის თანახმად რუსეთმა ვერ მიიღო სათანადო ეკონომიკურ-ფინანსური კომპენსაციები, რამაც საერთო ვითარების გაუარესება და რევოლუცია გამოიწვია;
საბოლოო დოკუმენტმა საფრანგეთის წარმომადგენელთა უკმაყოფილება გამოიწვია, რის გამოც მათ ამ დოკუმენტს ხელი არ მოაწერეს.
გვერდი 4 / 4