ისტორიაგასული წლების ტესტები2021 წლის ტესტი
(კითხვები ამ კატეგორიიდან)
სულ კითხვა: 75
უფასო: 75
ფასიანი: 0
# 621
სხვა მიზეზებთან ერთად, რამ განაპირობა ურარტუს სამეფოს დასუსტება ძვ. წ. VIII საუკუნის IIნახევარში?
# 622
სხვა მიზეზებთან ერთად, რამ განაპირობა პომპეუსის ლაშქრობა აღმოსავლეთში ძვ.წ. I საუკუნეში?
# 623
რომელი სამხედრო წარმატება უკავშირდება იმპერატორ იუსტინიანეს მმართველობას?
# 624
რა პრობლემები შეიქმნა ქვეყნის შიგნით დემეტრე I-ის მეფობისას?
# 625
სხვა მიზეზებთან ერთად, რამ შეუწყო ხელი ჯვაროსნებს აეღოთ კონსტანტინოპოლი 1204 წელს?
# 626
სხვა მიზეზებთან ერთად, რომელმა მოვლენამ აიძულა საქართველოს სამეფო კარი, ეღიარებინა მონღოლთა ბატონობა?
# 627
რა ეწოდებოდა პოლონეთის სამეფოსა და ლიტვის დიდი სამთავროს გაერთიანებულ სახელმწიფოს?
# 628
ვინ იყო ვილემ (ვილჰელმ) ორანელი?
# 629
რომელი მსჯელობაა მართებული საფრანგეთის დიდი რევოლუციის შესახებ?
# 630
რომელი მსჯელობაა მართებული იმერეთის სამეფოს შესახებ?
# 631
რომელ ქვეყანაში არ განვითარდა 1848-1849 წლებში რევოლუციური მოვლენები?
# 632
რომელი სახელმწიფოს ხელმძღვანელობით გაერთიანდა გერმანია?
# 633
რომელი მსჯელობაა მართებული 1918 წლის 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების თაობაზე?
# 634
რომელი მსჯელობაა მართებული მეორე მსოფლიო ომში ქართველების მონაწილეობასთან დაკავშირებით?
# 635
რომელი მსჯელობაა მართებული 1989 წლის აპრილის დასაწყისში თბილისში განვითარებული მოვლენების თაობაზე?
# 636
რომელი მსჯელობაა მართებული ძველი ეგვიპტის სახელმწიფოს ჩამოყალიბების შესახებ?
# 637
რომელი მსჯელობაა მართებული აქემენიანთა ირანისა და კოლხების ურთიერთობის შესახებ?
# 638
რომელი ისტორიული მოვლენა უკავშირდება ბარბაროსთა ბელადის, ალარიხის სახელს?
# 639
რა ღონისძიებას მიმართა გიორგი II-მ „დიდი თურქობის“ აღსაკვეთად?
# 640
რა იყო II ჯვაროსნული ლაშქრობის მიზანი?