ისტორია>გასული წლების ტესტები>2017 წლის ტესტი
(კითხვები ამ კატეგორიიდან)

სულ კითხვა: 58
უფასო: 58
ფასიანი: 0
გვერდი 1 / 3
# 872 რომელ სახელმწიფოთა მმართველების წარწერები მოგვითხრობს უძველესი ქართულიპოლიტიკური გაერთიანებების, დიაოხისა და კოლხას შესახებ?
ასურეთისა და ხეთების
ხეთებისა და სპარსეთის
სპარსეთისა და ურარტუს
ურარტუსა და ასურეთის
# 873 ვის მოსაზრებას ითვალისწინებდნენ კოლონიის დაარსებისას ძველი ბერძნები?
ბასილევსების ანუ სახალხო ტრიბუნების
არქონტების ანუ კერპთმსახურების
კონსულების ანუ უზენაესი მმართველების
ორაკულების ანუ წინასწარმეტყველების
# 874 უმთავრესად რამ განაპირობა პომპეუსის ლაშქრობა აღმოსავლეთში, რომლის დროსაც ისკავკასიაშიც შემოიჭრა?
ჰუნების შეჭრამ რომის აღმოსავლეთ პროვინციებში
ქართლის მეფის მიერ წამოწყებულმა აჯანყებამ
სომხეთში დაკარგული გავლენის აღდგენის სურვილმა
პონტოს სამეფოსთან მიმდინარე ომმა
# 875 რომელი მსჯელობაა მართებული ქართლის სამეფოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიადგამოცხადებასთან დაკავშირებით?
ქრისტიანობის გამოცხადებასთან ერთად მოხდა ახალი სამეფო დინასტიის ლეგიტიმაცია
გაქრისტიანებით დასრულდა ეკლესიის მიერ ავტოკეფალიის მოპოვება
ქრისტიანობის მიღებით დადასტურდა სამეფოს პრორომაული პოლიტიკური ორიენტაცია
ქრისტიანობის საყოველთაო გავრცელებით დამთავრდა ხანგრძლივი საეკლესიო განხეთქილება
# 876 რაზე მეტყველებს მარზპანის თანამდებობის შემოღება ქართლში VI საუკუნეში?
ქალაქებში პართელთა გარნიზონების ჩაყენებაზე
სამეფო ხელისუფლების გაუქმებაზე
ადგილობრივი მმართველობის აღდგენაზე
მეფობის გადაცემის ახალი წესის შემოღებაზე
# 877 რამ განაპირობა, რომ დიოფიზიტებს ქალკედონიტებსაც უწოდებდნენ?
მონოფიზიტებისაგან დევნილი დიოფიზიტები ამ სახელწოდების მონასტერს აფარებდნენ თავს
ეს სახელი უკავშირდება დიოფიზიტური მოძღვრების ფუძემდებელ სასულიერო პირს
ეს სახელწოდება უკავშირდება ქალაქს, სადაც ჩატარდა დიოფიზიტობის დამკანონებელიმსოფლიო საეკლესიო კრება
ასე ეწოდება ამ მიმდინარეობის მთავარი რელიგიური დოგმების კრებულს
# 878 რა გახდა ისლამში ორი მიმდინარეობის: შიიზმისა და სუნიზმის ჩამოყალიბების ერთ-ერთიუმთავრესი მიზეზი?
ღმერთის იკონოგრაფიულად გამოსახვის წესი
არამუსლიმებისადმი განსხვავებული დამოკიდებულება
ხალიფას მექაში დაკრძალვის რიტუალი
უმაღლესი ხელისუფლების გადაცემის საკითხი
# 879 რამ განაპირობა ბუღა თურქის ლაშქრობა საქართველოში?
ხალიფასადმი თბილისის ამირას ურჩობამ
ქართველთა მეფის მიერ მოწყობილმა აჯანყებამ
ჰუნების მიერ სამხრეთ კავკასიის მრავალგზის დალაშქვრამ
აფხაზთა მეფის ძალაუფლების გავრცელებამ აღმოსავლეთ საქართველოში
# 880 რომელი ქართული პოლიტიკური ერთეული მონაწილეობდა X-XI საუკუნეთა მიჯნაზესაქართველოს გაერთიანების პროცესში?
წანარეთის სამეფო
ქართლის სამთავრო
აფხაზთა სამეფო
იმერეთის სამეფო
# 881 სხვა მიზეზებთან ერთად, რამ გამოიწვია ბიზანტიის იმპერიის დაშლა XIII საუკუნის დასაწყისში?
არაბებთან ბრძოლაში განცდილმა მარცხმა
სელჩუკთა მიერ იმპერატორის დატყვევებამ
ჯვაროსანთა მიერ კონსტანტინოპოლის აღებამ
ქრისტიანულ ეკლესიაში მომხდარმა განხეთქილებამ
# 882 ვინ იყვნენ იანიჩარები?
ოსმალეთის იმპერიის მეომრები
სელჩუკთა ლაშქრის შუბოსნები
შაჰის გვარდიის ჯარისკაცები
არაბი ცხენოსანი მოლაშქრეები
# 883 რას ისახავდნენ მიზნად 1396 წელს ბალკანეთში, ქალაქ ნიკოპოლთან საბრძოლველადგამზადებული ევროპელები?
კონსტანტინოპოლის გათავისუფლებას
ევროპაში ოსმალთა წინსვლის შეჩერებას
ქალაქ ტრიპოლის დაბრუნებას
სელჩუკთაგან დამასკოს გათავისუფლებას
# 884 რას წარმოადგენდა ინდულგენცია?
სასჯელს ერეტიკოსთათვის
ცოდვათა მისატევებელ სიგელს
საეკლესიო სასამართლოს
კარდინალთა კონკლავის ბრძანებულებას
# 885 რომელი მეფის მინისტრი იყო მერკანტილიზმის ეკონომიკური მოძღვრების ცნობილიწარმომადგენელი კოლბერი?
ანრი IV-ის
ლუი XIV-ის
ფრანსუა I-ის
შარლ X-ის
# 886 ვის ეწოდებოდა „ვალი“ XVII-XVIII საუკუნეების საქართველოში?
შაჰის მიერ ქართლის მმართველად დანიშნულ გამაჰმადიანებულ ბაგრატიონს
სულთნის მიერ გამოგზავნილ გადასახადების ამკრეფ მოხელეს
კახეთის სამეფო კარზე ოსმალეთის მუდმივ წარმომადგენელს
თბილისის ციხის გარნიზონის ყიზილბაშ მეთაურს
# 887 რა იყო არქანჯელო ლამბერტისა და კრისტოფორო კასტელის საქართველოში ჩამოსვლისუმთავრესი მიზანი?
ქართველი მეფე-მთავრების ანტიოსმალურ კოალიციაში ჩართვა
ქართველ მეფე-მთავართა შორის ურთიერთბრძოლის შეწყვეტა
ქართველების დათანხმება ჯვაროსნულ ომში მონაწილეობაზე
ქართველთა შორის კათოლიკური სარწმუნოების გავრცელება
# 888 რომელ ქალაქში გამოიცა პირველი ქართული ნაბეჭდი წიგნი?
რომში
ნეაპოლში
მილანში
ვენეციაში
# 889 რა მნიშვნელობა ჰქონდა ქართველთათვის ხრესილის ბრძოლაში გამარჯვებას?
დიდი ხნით აღიკვეთა ლეკთა მარბიელი თავდასხმები
ოსმალები განიდევნენ სამცხე-საათაბაგოს დიდი ნაწილიდან
ბოლო მოეღო ყიზილბაშთა ბატონობას ქართლ-კახეთში
საგრძნობლად შეირყა თურქ-ოსმალთა ბატონობა იმერეთში
# 890 ვინ გამოაცხადა თავი საფრანგეთში დამფუძნებელ კრებად 1789 წლის ზაფხულში?
გენერალური შტატების წევრთა უმრავლესობამ
ჟირონდისტების რადიკალურმა ფრთამ
იაკობინელთა კლუბის წევრებმა
დირექტორთა კოლეგიამ
# 891 სხვა მიზეზებთან ერთად, რამ გაუადვილა საფრანგეთის წარმომადგენელ ტალეირანს, ვენისკონგრესზე დაეცვა საკუთარი ქვეყნის ინტერესები?
წინააღმდეგობებმა გამარჯვებულ სახელმწიფოთა შორის
იმპერატორის დაბრუნებამ წმინდა ელენეს კუნძულიდან
კოალიციის დამარცხებამ ლაიფციგის ბრძოლაში
ევროპაში დაწყებულმა რევოლუციებმა
გვერდი 1 / 3