ისტორია>გასული წლების ტესტები
(ყველა ქვეკატეგორიის კითხვები)

სულ კითხვა: 618
უფასო: 618
ფასიანი: 0
გვერდი 9 / 31
# 722 საბოლოოდ რა შედეგით დასრულდა სამოქალაქო ომი ინგლისში XVII საუკუნის 40-იან წლებში?
ჩარლზ I-ის გამარჯვებით და პარლამენტის მომხრეთა ქვეყნიდან გასახლებით;
აჯანყებულთა გამარჯვებით და ჩარლზ I-ის ქვეყნიდან სამუდამოდ განდევნით;
ზავით, რომლითაც ჩარლზ I-ის ერთპიროვნული მმართველობა შეიზღუდა;
პარლამენტის მომხრეთა გამარჯვებით და ჩარლზ I-ის სიკვდილით დასჯით
# 723 რა შედეგი მოუტანა საქართველოს 1774 წელს რუსეთსა და ოსმალეთს შორის დადებულმა ქუჩუკკაინარჯის ზავმა?
ქართლ-კახეთის სამეფო გათავისუფლდა ოსმალეთის ვასალობისგან;
იმერეთის სამეფო რუსეთის იმპერიის პროტექტორატში შევიდა;
ოსმალეთს აეკრძალა იმერეთის სამეფოდან ნებისმიერი სახის ხარკის აღება;
რუსეთი და ოსმალეთი ცნობდნენ ქართული სამეფოების გაერთიანებას
# 724 რომელი მსჯელობაა მართებული 1853-1856 წლების „ყირიმის ომის“ ერთ-ერთი შედეგის შესახებ?
ოსმალეთმა არტაანის სანაცვლოდ რუსეთისგან ბესარაბიის ნაწილი მიიღო;
აფხაზეთი კვლავ ოსმალეთის იმპერიის გავლენის სფეროში დაბრუნდა;
ჯავახეთი რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში მოექცა;
რუსეთმა ყარსის დათმობის სანაცვლოდ ყირიმში დაკარგული მიწები დაიბრუნა.
# 725 რა იყო აშშ-ს სამოქალაქო ომის ერთ-ერთი შედეგი?
სახელმწიფოში მონობის გაუქმება;
ინდიელთა რეზერვაციების აკრძალვა;
ახალი კონსტიტუციის მიღება;
„დიდი დეპრესიის“ დაწყება.
# 726 რომელმა მონარქმა დაიპყრო შუმერის ქალაქ-სახელმწიფოები?
აშურბანიპალმა;
ნაბუქოდონოსორმა;
სარგონმა;
თუტმოსმა.
# 727 რომელი მოვლენა უკავშირდება ფინიკიელთა სახელს?
პირველი იეროგლიფური დამწერლობის შექმნა;
კანონთა პირველი კრებულის შემუშავება;
საბრძოლო ეტლების გამოგონება;
ხმელთაშუაზღვისპირეთის კოლონიზაცია.
# 728 რომელი ქალაქი ედგა სათავეში ძვ. წ. 480 წელს ბერძენთა გაერთიანებულ სამხედრო ძალებს?
ათენი;
სპარტა;
კორინთო;
თებე.
# 729 რა სახელითაა ცნობილი სხვადასხვა ტომის მიგრაცია რომის იმპერიის ტერიტორიაზე IV-V საუკუნეებში?
ბარბაროსული კოლონიზაცია;
ხალხთა დიდი გადასახლება;
დიდი ბარბაროსული ხანა;
დიდი ომიანობა ევროპაში.
# 730 რა უკავშირდება კარლოს დიდის მოღვაწეობას?
ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება;
იმპერატორის ტიტულის მიღება;
სასულიერო-სარაინდო ორდენების შექმნა;
ბრიტანეთის კუნძულებზე ლაშქრობა.
# 731 რომელი მსჯელობაა მართებული ქართველი მეფეების მოღვაწეობასთან დაკავშირებით?
ბაგრატ III-ს აფხაზთა და ქართველთა სამეფოების ტახტი ერგო მემკვიდრეობით, რამაც ერთიანი ქართული სამეფოს ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი;
გიორგი I-მა იმიერტაო და კახეთ-ჰერეთის სამეფო შემოიერთა, რითაც საქართველოს გაერთიანება დაასრულა;
ბაგრატ IV-მ ხანგრძლივი ალყის შემდეგ თბილისი გაათავისუფლა, რამაც ქალაქში მუსლიმთა ოთხასწლიანი ბატონობა დაასრულა;
გიორგი II-მ თურქ-სელჩუკები დაამარცხა და ქვეყნიდან განდევნა, რამაც სამხრეთ კავკასიაში საქართველოს საუკუნოვან ჰეგემონიას დაუდო სათავე.
# 732 რომელი მსჯელობა არ არის მართებული III ჯვაროსნულ ლაშქრობასთან დაკავშირებით?
რიჩარდ ლომგული ეგვიპტის მმართველ სალადინს დაუზავდა;
ალექსი კომნენოსმა ხანგრძლივი ალყის შემდეგ იერუსალიმი აიღო;
ფრიდრიხ ბარბაროსა მცირე აზიის ერთ-ერთ მდინარეში დაიხრჩო;
ფილიპე II ავგუსტი ლაშქრობის დასრულებამდე სამშობლოში დაბრუნდა.
# 733 რას წარმოადგენდა კორტესები?
პროტესტანტული ეკლესიის მმართველ საბჭოს გერმანიაში;
ელიტარულ სამხედრო შენაერთს საღვთო რომის იმპერიაში;
ქალაქების ვაჭართა გაერთიანებას საფრანგეთში;
წოდებრივ-წარმომადგენლობით ორგანოს ესპანეთში.
# 734 რამ შეუშალა ხელი ოსმალებს კონსტანტინოპოლის აღებაში XV საუკუნის დამდეგს?
ანგორის ბრძოლაში დამარცხებამ;
სულთნის მოულოდნელმა გარდაცვალებამ;
ლეპანტოს ბრძოლისთვის მზადებამ;
ილხანთა წინააღმდეგ ბრძოლამ.
# 735 რომელი მსჯელობაა მართებული დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების ეპოქასთან დაკავშირებით?
ინგლისელებმა რიჩარდ ჰოუკინსის მეთაურობით მიაღწიეს ამერიკის უკიდურეს სამხრეთ კონცხს;
ფრანგებმა ამერიგო ვესპუჩის წინამძღოლობით პირველებმა ევროპელთა შორის მიაღწიეს ინდოეთს;
პორტუგალიელებმა ბართოლომეუ დიაშის ხელმძღვანელობით პირველებმა მიაღწიეს ავსტრალიას;
ესპანელებმა ფერნანდო მაგელანის მეთაურობით პირველებმა შემოუარეს ირგვლივ დედამიწას.
# 736 რა შედეგით დასრულდა სამხრეთ კავკასიისათვის ირან-ოსმალეთის ომი XVI საუკუნის ბოლოს?
დამყარდა ირანის გავლენა;
ირანმა და ოსმალეთმა შუაზე გაიყვეს;
გაბატონდა ოსმალეთი;
დაპყრობა ვერც ერთმა ვერ შეძლო.
# 737 რა სახელითაა ცნობილი ლუი XIV-ის მეფობის პერიოდში პარიზში მომხდარი ამბოხება?
ჟაკერია;
ივლისის რევოლუცია;
ფრონდა;
სამი სახელოვანი დღე.
# 738 რომელ ბრძოლაში დაამარცხა საფრანგეთის იმპერატორმა ავსტრიელებისა და რუსების გაერთიანებული ჯარი?
აუსტერლიცის;
ვატერლოოს;
ტრაფალგარის;
სედანის.
# 739 რომელი მსჯელობაა მართებული საქართველოში XIX საუკუნეში მეფისნაცვლების მოღვაწეობის პერიოდთან დაკავშირებით?
აიკრძალა ქართველების მიღება სამხედრო სასწავლებლებში;
გაუქმდა დასავლეთ საქართველოში არსებული სამთავროები;
შეიზღუდა ქართველი თავად-აზნაურების უფლებები;
დასრულდა ქართული ეკლესიის ავტოკეფალია.
# 740 საქართველოს რომელი ისტორიული რეგიონი მოექცა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში 1877-1878 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომის შედეგად?
გურია;
აჭარა;
ჯავახეთი;
აფხაზეთი.
# 741 რა იყო ათენში სოლონის რეფორმების ერთ-ერთი შედეგი?
ოლიმპოელი ღმერთების კულტის საბოლოო დამკვიდრება;
ათენის მეთაურობით საბერძნეთის პოლიტიკური გაერთიანება;
საყოველთაო სამხედრო სავალდებულო სამსახურის დაწესება;
ვალების გამო თავისუფალი ადამიანის მონად გაყიდვის აკრძალვა.
გვერდი 9 / 31