ისტორია>გასული წლების ტესტები
(ყველა ქვეკატეგორიის კითხვები)

სულ კითხვა: 618
უფასო: 618
ფასიანი: 0
გვერდი 8 / 31
# 702 რომელი მსჯელობაა მართებული X საუკუნის ბოლოს საქართველოში განვითარებულ მოვლენასთან დაკავშირებით?
დავით კურაპალატმა შიდა ქართლის მმართველად ბაგრატი დაადგინა;
იოანე მარუშის ძემ თბილისის ამირა საჰაკი დაამარცხა;
კვირიკე ქორეპისკოპოსმა აფხაზთა მეფედ თეოდოსი დასვა;
ლიპარიტ ბაღვაშმა ჰერეთის მეფე შეიპყრო.
# 703 რაზე შეიძლება მიუთითებდეს ის ფაქტი, რომ XIII საუკუნის დასაწყისში საქართველომ აქტიური როლი ითამაშა ტრაპიზონის იმპერიის დაარსებაში?
ბიზანტიის იმპერიის დასუსტებაზე;
შინაომებზე სელჩუკთა სასულთნოში;
მონღოლთა ბატონობის დასრულებაზე;
ჯვაროსნული ლაშქრობების შეწყვეტაზე.
# 704 რა პირობას ითვალისწინებდა გიორგი VII-სა და თემურ ლენგს შორის დადებული ზავი?
გიორგი VII თემურ ლენგის ვასალობას კისრულობდა, ხოლო თემურ ლენგი საქართველოს აღარ შემოესეოდა;
გიორგი VII სამხრეთ საქართველოს თემურ ლენგს უთმობდა, სადაც დამოუკიდებელი საათაბაგო უნდა შექმნილიყო;
გიორგი VII იღებდა ისლამს, ამის სანაცვლოდ კი თემურ ლენგი მას მთელი საქართველოს ვალად ამტკიცებდა;
გიორგი VII წყვეტდა ხელშეკრულებას ილხანთა საყაენოსთან, ხოლო თემურ ლენგი სამხედრო დახმარებას აღუთქვამდა
# 705 რა მიზნით ჩამოვიდა რომის პაპის პიუს II-ის წარმომადგენელი საქართველოში?
საქართველოს ანტიოსმალურ სამხედრო კოალიციაში ჩართვისთვის;
ქართველთა შორის კათოლიკური სარწმუნოების პროპაგანდისთვის;
ყიზილბაშებსა და საქართველოს შორის მოლაპარაკებებში შუამავლობისთვის;
საქართველოსთან სავაჭრო ურთიერთობის დამყარებისთვის.
# 706 რომელი მსჯელობაა მართებული დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების ეპოქასთან დაკავშირებით?
პორტუგალიელებმა პედრო ალბუკერკის მეთაურობით ევროპელთა შორის პირველებმა მიაღწიეს იაპონიამდე;
ფრანგებმა ლუი ბუგენვილის მეთაურობით აღმოაჩინეს ავსტრალიის კონტინენტი და ჰავაის კუნძულები;
ინგლისელებმა ფრენსის დრეიკის მეთაურობით პირველებმა შეძლეს გარს შემოევლოთ დედამიწისთვის;
ესპანელთა ფლოტმა ქრისტეფორე კოლუმბის მეთაურობით გადაცურა ატლანტის ოკეანე და აღმოაჩინა ამერიკის კონტინენტი.
# 707 რას ითვალისწინებდა 1598 წელს საფრანგეთის მეფის, ანრი IV-ის მიერ გამოცემული „ნანტის ედიქტი“?
ჰუგენოტები ვალდებული იყვნენ დაუყოვნებლივ მიეღოთ კათოლიკობა ან სამუდამოდ დაეტოვებინათ საფრანგეთი;
საფრანგეთი კათოლიკურ სახელმწიფოდ რჩებოდა, თუმცა ჰუგენოტები ღებულობდნენ აღმსარებლობის თავისუფლებას;
საფრანგეთი წყვეტდა კავშირს რომის პაპთან და აყალიბებდა დამოუკიდებელ პროტესტანტულ ეკლესიას;
საფრანგეთი ხდებოდა ლუთერანული სახელმწიფო, სადაც კათოლიკებს შეეძლოთ ეცხოვრათ შეზღუდული უფლებებით.
# 708 რა მიუთითებს XVIII საუკუნის დასაწყისში საქართველოს კულტურულ აღმავლობაზე?
გელათში აკადემიის აღორძინება;
თბილისში სტამბის დაარსება;
ქართულენოვანი გაზეთის გამოცემა;
პროფესიული თეატრის აღდგენა.
# 709 საქართველოს რომელი ისტორიული რეგიონი მოექცა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში 1828-1829 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომის შედეგად?
აფხაზეთი;
სამცხე;
არტაანი;
ტაო
# 710 ვის მიმართ განხორციელებული ტერორისტული აქტი გახდა I მსოფლიო ომის დაწყების უშუალო საბაბი?
ავსტრია-უნგრეთის ტახტის მემკვიდრის;
იტალიის პრემიერ-მინისტრის;
საფრანგეთის პრეზიდენტის;
გერმანიის კრონპრინცის.
# 711 რომელმა სახელმწიფოებმა გაანადგურეს ასურეთის სამეფო ძვ. წ. VII საუკუნეში?
ეგვიპტისა და მიდიის;
ხეთებისა და ეგვიპტის;
ურარტუსა და ბაბილონის;
ბაბილონისა და მიდიის.
# 712 რა იყო ზამას ბრძოლის შედეგი?
კართაგენელებმა, მარცხის მიუხედავად, შეძლეს ომის გაგრძელება;
რომაელებმა გამარჯვების შემდეგ დაიბრუნეს კუნძული კრეტა;
კართაგენელებმა მარცხის შედეგად დათმეს ბალკანეთის ნახევარკუნძული;
რომაელებმა დამარცხებული კართაგენელები აიძულეს მიეღოთ მძიმე ზავი.
# 713 რომის სახელმწიფოს რომელ მნიშვნელოვან საკითხს არეგულირებდა „მილანის ედიქტი“?
სამხედროს;
წოდებრივს;
რელიგიურს;
სასამართლოს.
# 714 რა შესთავაზა ჰერაკლე კეისარმა ხაზარებს?
იმპერიის დასავლეთ პროვინციებში დასახლება;
აბასიანთა სახელმწიფოს ტერიტორიის გაყოფა;
მომთაბარეთა წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლა;
სასანიანთა ირანის წინააღმდეგ ომში მოკავშირეობა.
# 715 რომელი მსჯელობაა მართებული VII საუკუნის ახლო აღმოსავლეთის ისტორიის შესახებ?
შეიქმნა ომაიანთა სახალიფო;
დასრულდა ფატიმიანთა დინასტია;
ჩამოყალიბდა სასანიანთა იმპერია;
დაიწყო ჰუნების შემოსევები.
# 716 რომელი მსჯელობა არ არის მართებული?
XI საუკუნის დასაწყისში ბაგრატ III იწოდებოდა აფხაზთა და ქართველთა მეფედ და ასევე ფლობდა კურაპალატის ბიზანტიურ ტიტულს;
XI საუკუნის 20-იან წლებში თრიალეთის დაუფლების საკითხმა გიორგი I-სა და ბასილი II-ს შორის სისხლისმღვრელი კონფლიქტი გამოიწვია;
XI საუკუნის შუა ხანებში ბაგრატ IV-ისა და ლიპარიტის დაპირისპირება საბოლოოდ მეფის გამარჯვებითა და დამარცხებულის გაძევებით დასრულდა;
XI საუკუნის დამლევს „დიდი თურქობის“ შესაჩერებლად გიორგი II სულთანს ეახლა და ყოველწლიური ხარკის გადახდა იკისრა.
# 717 რომელმა მოვლენამ შეუწყო ხელი დავით IV-ს სელჩუკთა წინააღმდეგ ბრძოლის დაწყებაში?
მანაზკერტის ბრძოლაში ბიზანტიელთა მიერ სელჩუკთა დამარცხებამ;
პირველი ჯვაროსნული ლაშქრობის დაწყებამ და იერუსალიმის აღებამ;
არაბთა მიერ სელჩუკების დამარცხებამ და ბაღდადის გათავისუფლებამ;
ხალიფას გარდაცვალების გამო სელჩუკთა შორის დაწყებულმა შინაომმა.
# 718 რომელი მსჯელობაა მართებული გიორგი V-ის მოღვაწეობის თაობაზე?
გაატარა მნიშვნელოვანი საერო და საეკლესიო რეფორმები და შექმნა საეკლესიო სამართლის ახალი წიგნი;
ემზადებოდა ჯვაროსნულ ლაშქრობაში მონაწილეობისათვის, თუმცა სელჩუკთა შემოსევამ ხელი შეუშალა;
ქვეყანა გაათავისუფლა მონღოლთა ბატონობისაგან, გააძლიერა სამეფო ხელისუფლება და აღადგინა ერთიანი სამეფო;
მხარი დაუჭირა რომის პაპის მოწოდებას ანტიოსმალური კოალიციის შექმნის შესახებ და ჯარი გაგზავნა ტრაპიზონში.
# 719 რა მოუვიდა თემურ ლენგის სიკვდილის შემდგომ მის სახელმწიფოს?
დაიმორჩილა ჩინეთის იმპერიამ;
დაიშალა სხვადასხვა პოლიტიკურ ერთეულად;
შეავიწროვა ხორეზმის დიდმა სასულთნომ;
შეიცვალა მმართველი დინასტია.
# 720 რა უკავშირდება XV საუკუნეში მოღვაწე გუტენბერგის სახელს?
წიგნის ბეჭდვის ტექნოლოგიის გამოგონება;
ჰელიოცენტრული თეორიის შექმნა;
პირველი საზღვაო ატლასის შედგენა;
ორთქლის ძრავის აწყობა
# 721 რომელი მსჯელობაა მართებული დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების ეპოქასთან დაკავშირებით?
პორტუგალიელებმა ვასკო და გამას მეთაურობით ევროპელთა შორის პირველებმა მიაღწიეს საზღვაო გზით ინდოეთს;
ესპანელთა ფლოტმა დიეგო კაბრალის მეთაურობით გადაცურა წყნარი ოკეანე და მიადგა ავსტრალიას;
ფრანგებმა ჟან-ფრანსუა ლაპერუზის მეთაურობით პირველებმა მიაღწიეს აფრიკის უკიდურეს სამხრეთ კონცხს;
ინგლისელები ჯეიმს კუკის მეთაურობით პირველები მიადგნენ ბრაზილიის აღმოსავლეთ სანაპიროს.
გვერდი 8 / 31