ბიოლოგიაგასული წლების ტესტები2022 წლის ტესტი
(კითხვები ამ კატეგორიიდან)
სულ კითხვა: 80
უფასო: 80
ფასიანი: 0
# 1240
ყველაზე მეტად რომელი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა იწვევს ზრდის შეფერხებას?
# 1241
ილუსტრაციაზე გამოსახულია ნეფრონი. რომელი ციფრით აღნიშნულ ნაწილშია ყველაზე მაღალი შარდოვანას კონცენტრაცია?
# 1242
რომელ ძვალში არ გვხვდება ძვლის ყვითელი ტვინი?
# 1243
ალოგენეზის შედეგად ჩამოყალიბდა:
# 1244
სქემაზე გამოსახულია დნმ-ის რაოდენობის ცვლილება დროში. რომელი მონაკვეთი შეესაბამება S ფაზას?
# 1245
მშვიდი სუნთქვისას რომელი კუნთები მონაწილეობს გულმკერდის ღრუს მოცულობის ცვლილებაში?
# 1246
რომელ პროცესებში მონაწილეობს ნატრიუმის იონები?
# 1247
რომელი ნივთიერების სინთეზი მიმდინარეობს გლუვ ენდოპლაზმურ ბადეზე?
# 1248
რომელი ნივთიერების მოლეკულები ვერ გამოვა თირკმლის კაპილარული გორგლიდან ფილტრაციის პროცესში?
# 1249
ადამიანის ორგანიზმში სისხლის მოძრაობას ერთი მიმართულებით უზრუნველყოფს:
# 1250
რომელი ნივთიერება მიიღება მატრიცული სინთეზის რეაქციით?
# 1251
ფოტოსინთეზის სინათლის ფაზაში არ მიმდინარეობს:
# 1252
ზოგიერთ ორგანიზმს ევოლუციის პროცესში ჩამოუყალიბდა სპეციფიკური ცილის სინთეზის უნარი. ეს ცილა ხელს უშლის ორგანიზმის ვირუსით დასნებოვნებას. რომელმა ფაქტორმა გამოიწვია ამ ადაპტაციის ჩამოყალიბება?
# 1253
მლაშე საკვების მიღებისას როგორ შეიცვლება თირკმელებში წყლის უკუშეწოვა (I) და შარდის გამოყოფა (II)?
# 1254
რომელი პროცესი მიმდინარეობს მემბრანული სატრანსპორტო ცილების მეშვეობით:
# 1255
რომელი ჰორმონები მონაწილეობს რეპროდუქციული პროცესების რეგულაციაში?
# 1256
როგორ იცვლება მოცემულ ნივთიერებათა კონცენტრაცია უჯრედული სუნთქვის დროს?
# 1257
რომელი ლათინური ასოთი აღნიშნული უჯრედი მონაწილეობს ორმაგ განაყოფიერებაში?
# 1258
რომელ პროცესში მონაწილეობს როგორც გლუვი, ისე განივზოლიანი კუნთები?
# 1259
ილუსტრაციაზე გამოსახულია პირველადი სასქესო უჯრედი და მისგან წარმოქმნილი გამეტები. მეიოზის რომელ ფაზაში მომხდარმა დარღვევამ შეიძლება გამოიწვიოს სურათზე გამოსახული შედეგი?