ბიოლოგიაგასული წლების ტესტები2021 წლის ტესტი
(კითხვები ამ კატეგორიიდან)
სულ კითხვა: 80
უფასო: 80
ფასიანი: 0
# 1260
რიბოსომის შემადგენელი კომპონენტია:
# 1261
რომელი წყვილი არ მიეკუთვნება შინაგანი სეკრეციის ჯირკვლებს?
# 1262
ტერმიტები მერქნით იკვებებიან, თუმცა არ გააჩნიათ ცელულოზის დამშლელი ფერმენტები. ტერმიტების ნაწლავში ბინადარ შოლტიანებს შეუძლიათ ცელულოზის გლუკოზამდე დაშლა. ბიოტური ურთიერთობის რომელი ფორმა ყალიბდება ტერმიტებსა და შოლტიანებს შორის?
# 1263
ჟანგბადით გაღარიბებული სისხლი მოძრაობს:
# 1264
იხელმძღვანელეთ ილუსტრაციით და განსაზღვრეთ, მეორე თაობაში (F2) რა ალბათობითაა მოსალოდნელი ჭრელი ხბოს დაბადება.
# 1265
ჯანმრთელი ადამიანის ნეფრონის კაფსულაში გადასული ფილტრატი არ შეიცავს:
# 1266
ადამიანის რომელი უჯრედი არ შეიცავს ქრომოსომების დიპლოიდურ რაოდენობას?
# 1267
რომელი ვიტამინი უწყობს ხელს ნაწლავში კალციუმის მარილების შეწოვას?
# 1268
ორგანოიდთა რომელ წყვილს აქვს ვეზიკულების წარმოქმნის უნარი?
# 1269
რომელი ძვლების შეერთების უბანში გვხვდება სასახსრე სითხე?
# 1270
იხელმძღვანელეთ ილუსტრაციით და განსაზღვრეთ, რომელი ლათინური ასოთი აღნიშნულ უბანში არ ხდება უკუშეწოვა.
# 1271
ილუსტრაციაზე გამოსახული ვირუსი:
# 1272
რომელი ფერმენტი გვხვდება როგორც ნერწყვში, ისე თორმეტგოჯა ნაწლავის წვენში?
# 1273
უჯრედის რომელ სტრუქტურაში არ სინთეზირდება ატფ?
# 1274
ილუსტრაციაზე გამოსახულია ნაირგვარ გარემოში ბინადარი სხვადასხვასახეობის ფრინველის ფეხები. ცვალებადობისა (I) და გადარჩევის (II) რომელმა ფორმებმა შეასრულა მთავარი როლი მათ ჩამოყალიბებაში?
# 1275
სისხლის რომელი ფორმიანი ელემენტი ასრულებს დამცველობით ფუნქციას?
# 1276
ბადრიჯანში ნაყოფის შეფერილობა (მუქი ლურჯი, თეთრი) და ფორმა (გრძელი, ოვალური) მემკვიდრული ნიშნებია. იხელმძღვანელეთ ილუსტრაციით და განსაზღვრეთ საწყის მცენარეთა (P) გენოტიპები.
# 1277
მრავალშრიანი ეპითელიუმით აგებულია:
# 1278
შიგნითა ყურში მოთავსებულია:
# 1279
რომელ პროცესებში მონაწილეობს გლუვი კუნთები?